ანა დოლიძე პენსიონერებს მიმართავს, „ლიბერთი ბანკთან“ დაკავშირებულ პრობლემებზე მოძრაობა „ხალხისთვის“ იურისტებს დაუკავშირდნენ

„მოძრაობა ხალხისთვის“ ყველა პენსიონერს, ვისაც „ლიბერთი ბანკთან“ დაკავშირებით პრობლემები აქვს, უფასო იურიდიულ მომსახურებას სთავაზობს. ამ თემაზე მოძრაობის ლიდერმა, ანა დოლიძემ მოძრაობის წევრებთან ერთად „ლიბერთი ბანკის“ სათაო ოფისთან საგანგებო ბრიფინგი გამართა.

„ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ქვეყანაში ყვავის მონოპოლიები და კარტერული გარიგებები. ერთ-ერთი მაგალითია „ლიბერთი ბანკი“, რომელიც ყვლეფს ჩვენს სახელმწიფოს და მოქალაქეებს. ჩვენი პენსიონრების ნახევარს, ანუ 417 ათას ხანდაზმულს, აქვს ამ ბანკის სესხი და პენსიის ნახევარზე მეტს ტოვებს იქ. მეტიც, „ლიბერთი ბანკს“ ეს სესხები გაცემული აქვს 31,35%-ით. მაშინ, როდესაც საპროცენტო განაკვეთი ქვეყანაში არის ბევრად უფრო ნაკლები. პენსიონრების უმეტესობამ არც იცის ის პირობები, რომლებიც ხელშეკრულებაშია, ამიტომ რჩებიან მოტყუებულნი. ამ სიტუაციაზე არაფერს ამბობს ეროვნული ბანკი, რომლის მოვალეობაა გააკონტროლოს მსგავსი ვითარება.

და რაც მთავარია, არავინ იღებს ხმას იმის თაობაზე, რომ „ლიბერთი ბანკს“ ეს უპირატესობა მიღებული აქვს ყველანაირი ტენდერის გარეშე. იგი 10 წელზე მეტია სოციალურ პაკეტებს და პენსიებს ანაწილებს ყველანაირი ტენდერის გარეშე. ის არის ერთადერთი მონოპოლისტი ამ სფეროში. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ თითოეული პენსიონერის უფლება იყოს დაცული, რომ მათი ისედაც მინიმალური პენსიით არ გამდიდრდნენ ერთეულები.

ამიტომ მოვუწოდებ ჩვენს ბებიებს და ბაბუებს, მოვიდნენ ჩვენთან, დარეკონ ჩვენი „მოძრაობა ხალხისთვის“ ცხელ ხაზზე - 579 18 37 81, სანამ ამ მტაცებლურ დოკუმენტებს მოაწერენ ხელს. ჩვენი მოძრაობის კვალიფიციური იურისტები მათ დაეხმარებიან ყველა საეჭვო საკითხთან დაკავშირებით“, - განაცხადა ანა დოლიძემ ბრიფინგზე.

ანა დოლიძის კომენტარს მისი პრესსამსახური ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა