დავით ჭიჭინაძე - საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერას არ ვაპირებ

საქართველოს პარლამენტის დეპუტატი დავით ჭიჭინაძე 2020 წლის საარჩევნო სისტემის ცვლილებების შესახებ საკონსტიტუციო კანონპროექტის მხარდაჭერას არ აპირებს.

როგორც ჭიჭინაძემ პარლამენტში ჟურნალისტებს განუცხადა, საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვაში მონაწილეობას მიიღებს, სადაც საკუთარ პოზიციას დააფიქსირებს, თუ რატომ არ უჭერს მხარს კანონპროექტს.

"მე აბსოლუტურად სხვა იდეოლოგიური მოსაზრებით არ ვაპირებ, მხარი დავუჭირო ცვლილებებს. ვფიქრობ, რომ დღეს ქვეყანაში არათუ ეს საკონსტიტუციო ცვლილებები, არამედ რაზეც ვსაუბრობთ, ხალხის სიდუხჭირეზე, სიღატაკეზეა აქცენტები გადასატანი. არ ვაპირებ მხარდაჭერას, არც ვაპირებდი იმ თავიდანვე, როგორც კი ჩავარდა. არ მგონია, რომ რაღაც კომპრომისული ვარიანტი უნდა მოხდეს. როდესაც მთავრობა ხალხს ატყუებს, იქ კომპრომისის ადგილი არ არის. განხილვებში ვიტყვი, ჩემს აზრს დავაფიქსირებ, თუ რატომ არ ვუჭერ მხარს და შესაბამისად, რა აზრი გამაჩნია, ზოგადად, ასეთ კონსესუსებზე და ასეთ კულუარულ გარიგებებზე", - განაცხადა ჭიჭინაძემ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა