“ლელო საქართველოსთვის” - აუცილებლად მივიჩნევთ, რომ საქართველო შეძლებისდაგვარად ეფექტიანად დაეხმაროს სომხეთის სახელმწიფოს

“ლელო საქართველოსთვის” მეზობელ სომხეთში არსებული მძიმე ეპიდემოლოგიური სიტუაციის გამო, რომელიც სომხეთის ათობით ათას მოქალაქეს საფრთხის ქვეშ აყენებს, წუხილს გამოხატავს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პოლიტიკური გაერთიანებიდან „ლელო საქართველოსთვის“ აცნობეს.

როგორც მათ განცხადებაშია ნათქვამი, ისინი აუცილებლად მიიჩნევენ, რომ საქართველო მეზობელ სახელმწიფოს შეძლებისდაგვარად ეფექტიანად დაეხმაროს.

„მივესალმებით ბოლო ხანებში გამოხატულ თვალსაჩინო და აქტიურ ინტერესთა თანხვედრას სომხეთსა და საქართველოს შორის, განსაკუთრებით საგარეო მიმართულებით. ამიტომ "ლელო" მნიშვნელოვნად მიიჩნევს კეთილმეგობრული ურთიერთობების, საგარეო თანამშრომლობისა და მეზობლური კავშირების შემდგომ გაღრმავებას სომხეთთან.

დღეს, როდესაც სომეხი ერი მძიმე გამოწვევების წინაშე დგას, ხოლო სომეხი ხალხის კეთილდღეობა და ჯანმრთელობა რისკის ქვეშ იმყოფება, აუცილებლად მივიჩნევთ, რომ საქართველო შეძლებისდაგვარად ეფექტიანად დაეხმაროს მეზობელ სახელმწიფოს. იმედს ვიტოვებთ, რომ ამის თაობაზე უკვე არსებობს კომუნიკაცია საქართველოსა და სომხეთის შესაბამის სახელმწიფო ინსტიტუტებს შორის.

“ლელო საქართველოსთვის” უსურვებს სომხეთის რესპუბლიკას კრიზისის სწრაფ დაძლევას, სომეხ ხალხს კი ჯანმრთელობას“,- ნათქვამია „ლელო საქართველოსთვის“ გავრცელებულ განცხადებაში.

ვლადიმერ ფესენკო - უკრაინის გარეშე უკრაინის მომავალზე შეთანხმების ნებისმიერი მცდელობები დამარცხებისთვისაა განწირული
დავით თვალაბეიშვილი - ჩვენ მხარს ვუჭერთ ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების მედიაციის გაგრძელებას და მოვუწოდებთ მასში ჩართულ ყველა მონაწილეს, გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა
ქართული პრესის მიმოხილვა 23.07.2021
თორნიკე შარაშენიძე - ხელისუფლების სერიოზული შეცდომა იყო ვაშინგტონისთვის არასწორი ინფორმაციის მიწოდებაში აშშ-ს ელჩის დადანაშაულება, შესაძლოა, ეს ამბავი მათ მომავალში ცუდადაც კი დაუბრუნდეთ
პირველად საქართველოში - დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრში უნიკალური ოპერაცია ჩატარდა
მინერალური წყალი „ბორჯომი“ ახალ კამპანიას იწყებს
„სინერჯი“ თევზის კომპანია „უმალის“ პარტნიორი გახდა
დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრმა ამჯერად ახალი ამბულატორიული ცენტრი აჭარის რეგიონში, ბათუმში გახსნა