ანტონიო გუტერეში - მხოლოდ კორონავირუსის ვაქცინის შექმნა საკმარისი არაა,  ის ყველა ადამიანისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს

გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში აცხადებს, რომ მხოლოდ კორონავირუსის ვაქცინის შექმნა საკმარისი არაა, მთავარია ის ყველა ადამიანისთვის ხელმისაწვდომი გახდეს.

შესაბამისი განცხადება გაეროს გენერალურმა მდივანმა ვაქცინის საკითხებისადმი მიძღვნილ გლობალურ სამიტზე განაცხადა, რომელსაც დიდი ბრიტანეთი მასპინძლობს და რომელიც ვირტუალურ რეჟიმში მიმდინარეობს.

„კოვიდ 19-ი ჩვენი თაობის უდიდესი საზოგადოებრივი ჯანდაცვის კრიზისია. ჯერჯერობით მისი საწინააღმდეგო ვაქცინა არ გაგვაჩნია. მაშინ როდესაც ყველა ერთად ვცდილობთ, ეს ვაქცინა შევქმნათ, არის მნიშვნელოვანი რამ, რაც უნდა გავაცნობიეროთ: მხოლოდ ვაქცინა საკმარისი არა. ჩვენ გვჭირდება გლობალური სოლიდარობა, იმისათვის, რომ ის ყველა ადამიანისთვის და ყველგან ხელმისაწვდომი იყოს. კორონავირუსის ვაქცინა ხალხის ვაქცინა უნდა იყოს,“- განაცხადა ანტონიო გუტერეშმა.

ცნობისათვის, ვაქცინის გლობალურ სამიტში, რომელიც ვირტუალურ რეჟიმში დიდი ბრიტანეთის მასპინძლობით ტარდება, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების ლიდერები მონაწილეობენ. ისინი იმედოვნებენ, რომ ვაქცინის მოძიების მიზნით სულ მცირე 7.4 მილიარდი აშშ დოლარის მობილიზებას მოახერხებენ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს