კარლ ჰარცელი - საქართველო, გახსნილი ეკონომიკისა და საერთაშორისო ვაჭრობის წყალობით, უფრო წარმატებული და მდიდარი ქვეყანა გახდება

COVID19-თან ბრძოლის პერიოდში სოლიდარობის მოწმენი გავხდით როგორც აქ, საქართველოში, ასევე ევროპაში, რაც, ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია. ვთვლი, რომ ეს არის ნამდვილი მონაპოვარი, რომელსაც, ვიმედოვნებ, შევინარჩუნებთ , - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა ვიდეო ჩართვისას განაცხადა.

მისი თქმით, საქართველო, გახსნილი ეკონომიკისა და საერთაშორისო ვაჭრობის წყალობით, უფრო წარმატებული და მდიდარი ქვეყანა გახდება.

„COVID-19-თან ბრძოლის პერიოდში სოლიდარობის მოწმენი გავხდით როგორც აქ, საქართველოში, ასევე ევროპაში, რაც, ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია. მე ვთვლი, რომ ეს არის ნამდვილი მონაპოვარი, რომელსაც, ვიმედოვნებ, შევინარჩუნებთ ამ მძიმე კრიზისიდან გამოსვლის შემდეგაც. რაც შეეხება მიღებულ გამოცდილებას, მე ვთვლი, რომ ერთი მხრივ, კრიზისის დროს, იქნება ეს პანდემია თუ სხვა, ყველა ფიქრობს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა სასურსათო უსაფრთხოება, ენერგეტიკული უსაფრთხოება, და ა.შ., იმისათვის, რომ გადარჩეს.

ამავე დროს, მე ვფიქრობ, რომ ისეთი პატარა სახელმწიფო, როგორიც საქართველოა, იზოლირებული და თვითკმარი ვერ იქნება. საქართველო, გახსნილი ეკონომიკისა და საერთაშორისო ვაჭრობის წყალობით უფრო წარმატებული და მდიდარი ქვეყანა გახდება. ჩვენ ვეხმარებით საქართველოს კომპანიებს ევროპული და სხვა ბაზრების მოძიებაში, რადგან ეს სახელმწიფოს და მის მოსახლეობას საკუთარი პროდუქციის საზღვარგარეთ გატანისა და შესაბამისად კეთილდღეობის გაზრდის შესაძლებლობას აძლევს, რასაც ჩაკეტილი ეკონომიკის პირობებში ქვეყანა ვერ მოახერხებს“, - განაცხადა კარლ ჰარცელმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა