ანრი ოხანაშვილი - თუ ფიზიკურ პირს კარანტინში გადაიყვანენ და წესებს არ დაემორჩილება, 2 000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრება

ახალი კორონავირუსის პრევენციისთვის, საზოგადოებრივ ტრანსპორტში მძღოლს და მგზავრს კანონით პირბადის ტარების ვალდებულება ეკისრებათ. პირბადის ტარების ვალდებულება ექნება ტაქსის მძღოლსა და ტაქსიში მსხდომ მგზავრსაც.

როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, წესის დარღვევის შემთხვევაში ჯარიმის ოდენობა განისაზღვრება 50 ლარით. მისივე განმარტებით, კანონპროექტს პარლამენტში დაჩქარებული წესით მომდევნო კვირას განიხილავენ.

"საზოგადოებრივ ტრანსპორტში მძღოლსაც და მგზავრსაც ვალდებულება აქვს, რომ პირბადე ატაროს. იმ შემთხვევაში, თუ მძღოლი ან მგზავრო ამ წესს არ დაიცავს მაშინ გათვალისწინებულია 50 ლარის ოდენობით ადმინისტრაციული წესით დაჯარიმება. რაც შეეხება ტაქსს, ტაქსით მგაზვრობის დროს, როგორც ტაქსის მძღოლს ისე მგზავრს ევალება პირბადე ატაროს. ამ შემთხვევაში, თუკი ტაქსის მძღოლს ან მგზავრს არ ექნება პირბადე, აქაც ადმინისტრაციული წესით გათვალისწინებულია ჯარიმა 50 ლარის ოდენობით", - განაცხადა ოხანაშვილმა.

მისივე განმარტებით, გარდა ამ წესებისა არის სხვა ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი წესი, რომელიც უკავშირდება, როგორც საერთაშორისო სამგზავრო გადაზიდვებს, ასევე, საჰაერო, სახმელეთო, საზღვაო მიმოსვლის დროს წესების დაცვას.

"ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, პირი, რომელიც ჩამოვა საზღვარგარეთიდან დაემორჩილოს წესებს, გადავიდეს თვითიზოლაციასა, თუ კარანტინში. იმ შემთხვევაში, თუ ეს წესები დაცული არ იქნება, თუ ფიზიკური პირი ვისაც კარანტინში გადაიყვანენ არ დაემორჩილება ამ წესებს, წინააღმდეგობას გაუწევს, ასეთ მძიმე შემთხვევებში გათვალისწინებულია 2 000 ლარიანი ჯარიმა ფიზიკური პირისთვის, ხოლო იურიდიული პირისთვის 10 000 ლარიანი ჯარიმა. ამ ქმედების განმეორებით ჩადენის შემთხვევაში, კი უკვე იწყება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა.

ყველა სხვა, დანარჩენ შემთხვევაში, რომელიც უკავშირდებოდა პირბადეებს ეს უკვე არის ადმინისტრაციული წესით, შესაბამისად, სისხლის სამართლებრივი წესით პასუხისმგებლობა არ გავრცელდება", - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს