ლევან კობერიძე - როგორც წყალი და ზეთი არ შეერევა ერთმანეთს, ისე მე არასოდეს დავჯდები მაგიდასთან, სადაც "ნაციონალური მოძრაობა" და მისი თანავარსკვლავედია წარმოდგენილი

საქართველოს პარლამენტის წევრის, ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან კობერიძე, „ევროპული საქართველოს“ წევრის, აკაკი ბობოხიძის შეთავაზებას გამოეხმაურა.

ლევან კობერიძის თქმით, არსებობს გარკვეული სახის წითელი ხაზები, მათ შორისაა გაერთიანებული ოპოზიცია და მოლაპარაკების მაგიდა, რომელიც ორპოლუსიანობის ნათელი მაგალითია და ის არასდროს შეუერთდება.

„როგორც წყალი და ზეთი არ შეერევა ერთმანეთს, ისე მე არასოდეს დავჯდები იმ მაგიდასთან, სადაც "ნაციონალური მოძრაობა" და მისი თანავარსკვლავედია წარმოდგენილი! ჩემთვის ეს ორპოლუსიანობა არის წითელი ხაზი. ჩემი ამოცანაა, ისეთ პოლიტიკურ გუნდთან ერთად მივიღო მონაწილეობა არჩევნებში, რომელიც "ქართულ ოცნებასაც" და "ნაციონალურ მოძრაობასაც" გაწევს პოლიტიკიდან!“ , - განაცხადა კობერიძემ.

მისი თქმით, იქ სადაც „ნაციონალური მოძრაობაა“ მისი ადგილი არ არის და ის აზრი, რომ ყველა ოპოზიციური პარტია თუ დამოუკიდებელი დეპუტატები ერთად შეიკრიბონ და ასე მოიპოვონ გამარჯვება არჩევნებში, ორპოლუსიანობის ნარატივია.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის