არჩილ თალაკვაძე - მე არ ვიცი, რა იქნება შედეგი, წინასწარ არავის ვურჩევ, რომ ან იყოს სრულ პესიმიზმში, ან  სრულ თვითდაჯერებაში, რომ ყველა ოლქს წააგებს ან ყველას მოიგებს

მე არ ვიცი, რა იქნება შედეგი, წინასწარ არავის ვურჩევ, რომ ან იყოს სრულ პესიმიზმში, ან სრულ თვითდაჯერებაში, რომ ყველა ოლქს წააგებს ან ყველას მოიგებს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ საკონსტიტუციო ცვლილებების საერთო საყოველთაო განხილვისას განაცხადა.

როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, დაგეგმილია გარკვეული ცვლილებები კოდექსში, რაც ზღუდავს როგორც ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას არჩევნებში, ასევე განხორციელებული პროექტების რეკლამასაც არჩევნებამდე გარკვეული პერიოდით ადრე.

„ჩვენ დღეს ვმუშაობთ ისეთი ტიპის საარჩევნო გარემოს შექმნაზე, სადაც ეს საყვედურები და შენიშვნები მინიმუმამდე იქნება დაყვანილი. ამას, რა თქმა უნდა, ბევრი შრომა დასჭირდება, მაგრამ ის საკანონმდებლო ცვლილებები, რაც ჩვენ უკვე მოვამზადეთ საარჩევნო კოდექსში, კიდევ უნდა გაიმართოს მთელი მსჯელობა პარლამენტში, რომელიც ეხება პარტიების დაფინანსებას, წვდომას მედიაზე, ეხება ადმინისტრაციული რესურსის შეზღუდვას უფრო მკაცრად, ასევე მაგალითად, ეხება სამთავრობო პროექტების რეკლამას არჩევნებამდე გარკვეული პერიოდით ადრე, რაც მმართველ ძალას გარკვეულ უპირატესობას აძლევს, რომ ეს საქმე გააკეთა, ამასაც კი ვარეგულირებთ და ამასაც კი ვზღუდავთ. შესაბამისად, წლევანდელი საარჩევნო გარემო ამ თვალსაზრისით, რომ მაჟორიტარობის ძლიერმა კანდიდატმა მოიგოს იქ, სადაც მას ეყოლება კანდიდატი და ჩაატარებს სწორ კამპანიას არის, ბევრად მაღალი. მე არ ვიცი რა იქნება შედეგი, წინასწარ არავის ვურჩევ, რომ ან იყოს სრულ პესიმიზმში, ან იყოს სრულ თვითდაჯერებაში, რომ ყველას წააგებს ან ყველას მოიგებს. იქნება დამოკიდებული სწორ კანდიდატებზე, პროგრამაზე და კამპანიაზე. მე, პირადად ვარ იმ მაჟორიტარული ოლქის წარმომადგენელი, სადაც მაგალითად, მერის არჩევნებში სახელისუფლო კანდიდატმა წააგო. როგორ წააგო? ისიც ხომ მაჟორიტარული პრინციპია რეალურად? მთელს ოლქში ერთ კანდიდატს ირჩევდა ხალხი და შეძლო კონკურენტმა კანდიდატმა გამარჯვება. ეს არის მაგალითი. დღეს როცა ამ რეგულაციებს შემოვიტანთ, ამის ალბათობა იზრდება“, - განაცხადა თალაკვაძემ.

საკონსტიტუციო ცვლილებების საერთო საყოველთაო განხილვისას „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა, ირმა ინაშვილმა განაცხადა, რომ მის პარტიას აქვს ინიციატივა, აჩევნებში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება სისხლის სამართლის წესით დაისაჯოს.

ცნობისთვის, საკონსტიტუციო ცვლილებების საერთო საყოველთაო განხილვა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში გადაიცემა.

ვიქტორ ყიფიანი - შავი ზღვის რეგიონისადმი დასავლეთის მიდგომა ოპერატიულად გადახედვასა და მისადაგებას საჭიროებს
ქართული პრესის მიმოხილვა 03.07.2020
კახა კუკავა - „თავისუფალი საქართველოს“ გარდა, მთელი პოლიტიკური სპექტრი დაშლილებში აწყობილი პარტიებია - ზოგი „ქოცების“ დაშლილებია, ზოგი „ნაცების“
ყაზახეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში - ყაზახეთის მიღწევა: პირველი პრეზიდენტის ნ. ნაზარბაევის როლზე (R)
თიბისი იპოთეკური სესხების სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამაში ერთვება
როგორ ვლინდება ლაქტოზის აუტანლობა და რით შეგვიძლია ჩავანაცვლოთ ცხოველური რძე ბავშვთა კვებაში?
მაკა ასათიანი განცხადებას ავრცელებს
„მზადება ზაფხულისთვის“  (R)
"პროკრედიტ ბანკმა" საკუთარი მზის ელექტროსადგური წარადგინა