პროკურატურა ვანო ზარდიაშვილის ცოლის ძმისა და მისი მეგობრისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვს

პროკურატურა საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრის, ვანო ზარდიაშვილის ცოლის ძმისთვის, გრიგოლ აბრალავასა და მისი მეგობრისთვის, ნუგზარ თალაკვაძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.

აღნიშნულთან დაკავშირებით, პროკურატურა ინფორმაციას ავრცელებს. უწყების ცნობით, საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისათვის, პატრულ-ინსპექტორებმა დევნის შედეგად ავტომანქანა გააჩერეს, რომელშიც აბრალავა მეგობართან ერთად იმყოფებოდა. პროკურატურის განმარტებითვე, ავტომანქანიდან გადმოსულმა პირებმა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის ხელის შეშლისა და პოლიციის მუშაკების საქმიანობის შეცვლისა და შეწყვეტის მიზნით ფიზიკური წინააღმდეგობა გაუწიეს პატრულ-ინსპექტორებს.

„თბილისის პროკურატურამ, პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევაში ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე, საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისათვის, პატრულ-ინსპექტორების მიერ დევნის შედეგად შეჩერებული იქნა ავტომანქანა. ავტომანქანიდან გადმოსულმა გ.ა-მ და ნ.თ-მ საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის ხელის შეშლისა და პოლიციის მუშაკების საქმიანობის შეცვლისა და შეწყვეტის მიზნით გაუწიეს ფიზიკური წინააღმდეგობა პატრულ-ინსპექტორებს - ი.კ-ს და ზ.მ-ს.

ნ.თ-ს და გ.ა-ს მიერ განხორციელებული ქმედებით ი.კ-ს და ზ.მ-ს არ მიეცათ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების შესაძლებლობა.

სამართალდამცველებმა ნ.თ და გ.ა შემთხვევის ადგილზე დააკავეს. ნ.თ-ს და გ.ა-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353 მუხლის მე-2 ნაწილით (პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით, ჩადენილი ძალადობით) წარედგინათ. სისხლის სამართლის საქმეზე გრძელდება გამოძიება“, - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის