ირმა ინაშვილი თალაკვაძეს - თუ თქვენს გუნდში მელაკუდობა და პოლიტიკური სპექტაკლი არ იგეგმება, მაშინ გვაქვს საშუალება, რომ გავიტანოთ საკონსტიტუციო ცვლილებები

თქვენ ზუსტად იცით, რომ ამ საკონსტიტუციო ცვლილებებს უკვე აქვს ოპოზიციის მხარდაჭერა „პატრიოტთა ალიანსის“ და „დამოუკიდებელი დეპუტატების“ სახით. თუ თქვენს გუნდში მორიგი უბედურება, მელაკუდობა, თუ პოლიტიკური სპექტაკლი არ იგეგმება, მაშინ ჩვენ გვაქვს საშუალება, რომ გავიტანოთ ეს ცვლილებები, - ასე მიმართა "პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა ირმა ინაშვილმა საკონსტიტუციო ცვლილებების საჯარო განხილვისას პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძეს, რომელმაც აღნიშნა, რომ თუ ეს ცვლილებები ჩავარდა, ეს ოპოზიციის პასუხისმგებლობა იქნება.

ინაშვილის განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებების მისაღებად საკმარისი ხმები „ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ მხარდაჭერის გარეშეც მოგროვდება, თუ მას მხარს დაუჭერს როგორც დანარჩენი ოპოზიცია, ასევე საპარლამენტო უმრავლესობა.

„თქვენ ზუსტად იცით, რომ ამ საკონსტიტუციო ცვლილებებს უკვე აქვს ოპოზიციის მხარდაჭერა „პატრიოტთა ალიანსის“ და „დამოუკიდებელი დეპუტატების“ სახით, ამიტომ ეს სრულიად საკმარისია. თუ თქვენს გუნდში მორიგი უბედურება, მელაკუდობა, თუ პოლიტიკური სპექტაკლი არ იგეგმება, მაშინ ჩვენ გვაქვს საშუალება, რომ გავიტანოთ ეს ცვლილებები. მე მგონი, ყველას კარგად გვაქვს გაცნობიერებული, ამ ცვლილებების ჩავარდნას რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს. პარტიებისთვის კი არა, საერთოდ თქვენი ხელისუფლებისა და ჩვენი სახელმწიფოსთვის. რომ არ დაგიმალოთ, თქვენი ხელისუფლების ბედზე მეტად მაღელვებს, რა მძიმე შედეგები ელის ჩვენს სამშობლოს. ამიტომ ჩვენ ყველამ ერთად უნდა ავიღოთ პასუხისმგებლობა, რომ ამ ცვლილებებს გავიტანთ,“ - მიმართა ინაშვილმა არჩილ თალაკვაძეს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს