ნიკა მელიას განცხადებით, პარტია მზადაა რეგიონებშიც იქნას შეთანხმება მიღწეული, თუკი ოპოზიციური გაერთიანება ქართველ ხალხს დაარწმუნებს, რომ მათი მხრიდან ძლიერი კანდიდატი იქნება წარმოდგენილი

„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებით, პარტია მზადაა მაჟორიტარობის საერთო კანდიდატებთან დაკავშირებით რეგიონებშიც იქნას შეთანხმება მიღწეული, თუკი ოპოზიციური გაერთიანება ქართველ ხალხს დაარწმუნებს, რომ ოპოზიციის მხრიდან ძლიერი კანდიდატი იქნება წარმოდგენილი.

„რეგიონებში ჩვენ ასევე ვფიქრობთ, რომ უნდა დავიწყოთ აქტიური საარჩევნო კამპანია და ამით დავხუროთ ეს უსაგნო პოლემიკა ოპოზიციურ პარტიებს შორის. რეგიონებში „ნაციონალური მოძრაობა“ ასევე იწყებს საარჩევნო კამპანიას და განვიხილავთ ჩვენს კონკურენტ ოპოზიციურ პარტიებთან ერთად შესაძლებლობას იმ შემთხვევაში, როდესაც ყველანი ერთად დავარწმუნებთ ქართველ ხალხს, რომ ძლიერი ოპოზიციური კანდიდატი იქნება წარმოდგენილი. ასეთ შემთხვევაში მზად ვართ, რეგიონებშიც გამოვიჩინოთ ეროვნული ინტერესი“, - განაცხადა მელიამ.

მისივე თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თბილისში 8 მაჟორიტარული ოლქიდან 6 დათმო და კანდიდატს მხოლოდ სამგორსა და გლდანში წარადგენს, დედაქალაქთან დაკავშირებით პარტია კონსულტაციებში მონაწილეობას აღარ მიიღებს.

„ძვირფასო კოლეგებო, „ნაციონალური მოძრაობა“ ამიერიდან თბილისის გარშემო აღარ იღებს მონაწილეობას კონსულტაციებში“ , - აღნიშნა მელიამ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა