მინეაპოლისში ჯორჯ ფლოიდის ხსოვნას პატივი დუმილით მიაგეს, რომელიც 8 წუთსა და 46 წამს - იმდენ ხანს გაგრძელდა, რამდენიც პოლიციელს მის კისერზე მუხლი ჰქონდა დაჭერილი

ის, რაც ჯორჯ ფლოიდს დაემართა ამ ქვეყანაში, განათლების, ჯანდაცვის სისტემებსა და ამერიკული ცხოვრების ყველა სფეროში ყოველდღე ხდება, - ამის შესახებ ცნობილმა ამერიკელმა სამოქალაქო აქტივისტმა ალ შარპტონმა მინეაპოლისში ჯორჯ ფლოიდის ხსოვნის პატივსაცემად გამართულ ცერემონიაზე განაცხადა.

„იმის მიზეზი, რომ ჩვენ ვერასდროს გავხდებით ის, რაც გვინდოდა და რაზეც ვოცნებობდით, არის ჩვენს კისერზე თქვენი დაჭერილი მუხლი. ის, რაც ჯორჯ ფლოიდს დაემართა ამ ქვეყანაში, განათლების, ჯანდაცვის სისტემებსა და ამერიკული ცხოვრების ყველა სფეროში ყოველდღე ხდება,“- განაცხადა შარპტონმა.

ცერემონიის დროს სიტყვა წარმოთქვა ფლოიდების ოჯახის ადვოკატმა ბენჯამინ კრაპმაც და განაცხადა, რომ ჯორჯ ფლოიდი რასიზმის და დისკრიმინაციის პანდემიამ მოკლა და არა კორონავირუსის პანდემიამ.

მისივე თქმით, რასიზმის და დისკრიმინაციის პანდემია ამერიკისთვის კარგად არის ცნობილი.

„ჩვენ არ გვინდა მართლმსაჯულების ორი სისტემა ამერიკაში. ერთი შავისთვის და ერთი თეთრისთვის“, - აღნიშნა კრამპმა.

სამოქალაქო პანაშვიდზე სიტყვით გამომსვლელებს შორის იყო ჯორჯ ფლოიდის ძმა, ფილონაიზ ფლოიდი, რომელმაც აღნიშნა, რომ მისი ძმა „ბევრი ადამიანის გულს შეეხო.“

„ყველას სურს სამართლიანობა. ჩვენ ჯორჯისთვის სამართლიანობა გვსურს და ის ამას მიიღებს“, – განაცხადა ფილონაიზ ფლოიდმა.

სამოქალაქო პანაშვიდის მონაწილეებმა ჯორჯ ფლოიდის ხსოვნას რვა წუთისა და 46 წამის განმავლობაში პატივი მიაგეს. გამოძიების მიხედვით, მინეაპოლისის პოლიციის ყოფილ ოფიცერს, დერეკ შოვინს, ჯორჯ ფლოიდის კისერზე მუხლი სწორედ რვა წუთის და 46 წამის განმავლობაში ჰქონდა დაჭერილი.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს