ილვა იოჰანსონი ევროკავშირის ქვეყნებს მოუწოდებს, შიდა საზღვრები ივნისის ბოლოსთვის გახსნან

ევროკომისია ევროკავშირის ქვეყნებს მოუწოდებს, კორონავირუსთან დაკავშირებით დაწესებული სასაზღვრო შეზღუდვები ივნისის ბოლოსთვის გააუქმონ.

ევროკომისიის შინაგან საქმეთა კომისარს, ილვა იოჰანსონის, განცხადებით, ეპიდემიოლოგიური სიტუაცია სწრაფად უმჯობესდება ახლოვდება დრო, როდესაც ევროკავშირის ქვეყნებმა საზღვრებზე დაწესებული შეზღუდვები და კონტროლი უნდა გააუქმონ.

„ძალიან ვუახლოვდებით სიტუაციას, როდესაც ყველა შიდა სასაზღვრო შეზღუდვა და სასაზღვრო შემოწმებები უნდა მოვხსნათ. შესაფერისი თარიღი ივნისის ბოლო უნდა იყოს,“- განაცხადა ილვა იოჰანსონმა „ევრონიუსთან“ საუბარში.

ცნობისათვის, ევროპის რამდენიმე ქვეყანამ შიდა სასაზღვრო შეზღუდვების გამარტივება უკვე დაიწყო, თუმცა, ჯერჯერობით უცნობია, როდის გაისნება ევროკავშირის გარე საზღვრები.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა