აშშ-ში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 18 636  შემთხვევა დაფიქსირდა, დაიღუპა 876 ადამიანი

აშშ-ში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 18 636 შემთხვევა დაფიქსირდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 1 872 528-მდე გაიზარდა, - შესაბამის მონაცემებს „ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი“ ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ქვეყანაში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კოვიდ 19-ს 876 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვმა 108 200-ს გადააჭარბა.

ცნობისათვის, აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის დირექტორმა, რობერტ რედფილდმა, განცხადა, რომ აშშ-ში ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მიმდინარე საპროტესტო აქციების მონაწილეებმა კორონავირუსზე ტესტირება უნდა გაიარონ. მისივე თქმით, თითოეულმა ადამიანმა უნდა გააცნობიეროს, რომ თუ შემოწმებას არ გაივლის, ოჯახის წევრების დაინფიცირების რისკი არსებობს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა