თსუ-ს რექტორი - უნივერსიტეტის პირველი და მეორე კორპუსები კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებია და მათზე გარე განათების დამონტაჟება ძალიან მოუხდება განახლებულ ჭავჭავაძის გამზირს

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიული პირველი და მეორე კორპუსების ფასადები სრულად განათდა. უნივერსიტეტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შესაბამისი განათების სისტემის მონტაჟი ცოტა ხნის წინ საქართველოს განათლების, მეცნიერების, სპორტის და კულტურის სამინისტროს მიერ გამოყოფილი დაფინანსების ფარგლებში განხორციელდა.

თსუ-ს რექტორმა გიორგი შარვაშიძემ და ქალაქ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჭავჭავაძის გამზირზე პირველი და მეორე კორპუსების მიმდებარე ტერიტორია დაათვალიერეს და მეორე კორპუსის რეაბილიტაციის პროექტზე ისაუბრეს. მეორე კორპუსის სარემონტო სამუშაოების და ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის დასრულების ეტაპზე მნიშვნელოვანია არა მარტო ფასადების განათების მოწესრიგება, ასევე უნივერსიტეტის ეზოში არსებული დაზიანებული ნარგავების შეცვლა და მწვანე ზონის განახლება. გამწვანების სამუშაოები უახლოეს პერიოდში მერიასთან ერთად იგეგმება.

„უნივერსიტეტის პირველი და მეორე კორპუსები კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებია და მათზე გარე განათების დამონტაჟება ძალიან მოუხდება განახლებულ ჭავჭავაძის გამზირს. მიმდინარეობს მეორე კორპუსის სარეაბილიტაციო სამუშაოების მეორე ეტაპი. სამუშაოები საკმაოდ მასშტაბურია და სრულად მომავალ წელს დასრულდება. თბილისის მერია გვეხმარება იმაში, რომ განახლდება უნივერსიტეტის ბაღი და გაიწმინდება პირველი კორპუსი,“-განაცხადა თსუ-ს რექტორმა გიორგი შარვაშიძემ.

თბილისის მერის კახა კალაძის აზრით, უნივერსიტეტის პირველი და მეორე კორპუსების ფასადების განათებები ძალიან მოუხდა გამზირს.

„ეს სამუშაოები თავად უნივერსიტეტმა განახორციელა. მინდა მადლობა გადავუხადო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს თანამშრომლობისთვის, ძალიან კარგი და ლამაზი პროექტის განხორციელებისთვის. ჭავჭავაძის გამზირის სამუშაოების დასრულების შემდეგ ვნახავთ, რომ ეს იქნება ერთ-ერთი საუკეთესო პროექტი. ზუსტად ასეთი ხარისხის, შინაარსობრივად ასეთი სახის ქუჩები უნდა იყოს დედაქალაქში,“-აღნიშნა კახა კალაძემ.

მისი თქმით, თბილისის მერიამ ბევრი საპილოტე პროექტი განახორციელა გამზირზე და სამუშაოების დასრულების შემდეგ საზოგადოება ნახავს რამდენად ლამაზი გამოვიდა ეს პროექტი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა