მაკა სოლოღაშვილის განცხადებით, ბოჭორიშვილის კლინიკაში „საბურთალოს კლასტერიდან“ ჯამში 7 პაციენტი მკურნალობს, მათგან 2 ახალია

ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, მაკა სოლოღაშვილის განცხადებით, კლინიკაში „საბურთალოს კლასტერიდან“ ჯამში 7 პაციენტი მკურნალობს, მათგან 2 ახალია.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, კლინიკაში კოვიდ-19-ის მქონე სულ 23 პაციენტია.

„ბოქსირებულ სექტორში არის 42 პაციენტი. მათგან Covid-19-ის დიაგნოზის მქონე 23. აქედან 18 წლამდე ასაკის არის 5 პაციენტი. გუშინ დაემატა 2 ახალი პაციენტი, ჩვენს კლინიკაში დაუდასტურდათ. ესენი არიან „საბურთალოს კლასტერიდან“. პაციენტების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. თითქმის ერთი კვირაა ჩვენთან „საბურთალოს კლასტერიდან“ პაციენტები მკურნალობენ. საერთო ჯამში 7 პაციენტია საბურთალოდან. ერთი პაციენტია საყურადღებო, რომელიც ქრონიკული დაავადებებით არის დატვირთული. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ველოდებით ერთი მოზარდის და სამი მოზრდილის გამოჯანმრთელებას. 6 პაციენტი ელოდება კვლევაში ჩართვა,"-განაცხადა მაკა სოლოღაშვილმა.

რაც შეეხება ნიღბების ტარებაზე რეგულაციების შემოღებას, მაკა სოლოღაშვილის თქმით, ახალი რეგულაციები საჭირო და დროულია.

„ნებისმიერი ადამიანი შეიძლება შეეჩვიოს სიტუაციას და მოადუნოს ყურადღება უსაფრთხოების კუთხით. ამიტომ საჭიროა პერიოდულად შემოვიდეს, თუნდაც ახალ-ახალი რეგულაციები. ნიღაბზე აქამდეც იყო რეგულაცია და მოთხოვნა. ეს არის საჭირო და დროული, ხელახალი შეხსენება და მოწოდება მოსახლეობისთვის, რომ არ მოვდუნდეთ და პირადი უსაფრთხოების წესები გვქონდეს უნარ-ჩვევების დონეზე გადატანილი,"- განაცხადა სოლოღაშვილმა.

იხილეთ ვიდეო: ბოჭორიშვილის კლინიკაში "საბურთალოს კლასტერიდან" ჯამში 7 პაციენტი მკურნალობს, მათგან 2 ახალია

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა