„ამერიკის სამოქალაქო თავისუფლების კავშირი“ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას დემონსტრანტების სამოქალაქო უფლებების დარღვევისთვის სასამართლოში უჩივის

„ამერიკის სამოქალაქო თავისუფლების კავშირი“ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას დემონსტრანტების სამოქალაქო უფლებების დარღვევაში ადანაშაულებს და სასამართლოში უჩივის.

ორგანიზაციის განცხადებით, თეთრ სახლთან ახლოს მდებარე ლაფაიეტის პარკიდან აქციის მონაწილეების ძალის გამოყენებით, პოლიციის საშუალებით გაძევება დონალდ ტრამპის ახლომდებარე ეკლესიაში მისვლამდე ცოტა ხნით ადრე, დემონსტრანტების სამოქალაქო უფლებების დარღვევას წარმოადგენს.

ფედერალურ სასამართლოში შეტანილ სარჩელში აღნიშნულია, რომ პარკიდან დემონსტრანტების ცრემლსადენი გაზის გამოყენებით გაძევება პრეზიდენტ დონალდ ტრამპის, გენერალური პროკურორის უილიამ ბარისა და სხვა ოფიციალური პირების კონსპირაციული შეთანხმების საფუძველზე განხორციელდა.

„პრეზიდენტის უსირცხვილო, არაკონსტიტუციური და ნამდვილად კრიმინალური თავდასხმა მშვიდობიან დემონსტრანტებზე იმის გამო, რომ ის მათ შეხედულებებს არ ეთანხმება, ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციური წყობის საფუძველს არყევს,“- განაცხადა „ამერიკის სამოქალაქო თავისუფლების კავშირის“ ვაშინგტონის წარმომადგენლობის იურიდიულმა დირექტორმა სკოტ მიშელმანმა.

ცნობისათვის, რამდენიმე დღის წინ სამართალდამცავებმა თეთრ სახლთან ახლოს მდებარე ლაფაიეტის პარკში შეკრებილი აქციის მონაწილეები, რომლებიც შავკანიანი მამაკაცის ჯორჯ ფლოიდის მკვლელობას აპროტესტებდნენ, ცრემლსადენი გაზის გამოყენებით დაშალეს. აქციის დაშლიდან ცოტა ხნის შემდეგ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ახლომდებარე ტაძარში მივიდა და ბიბლიით ხელში ფოტო გადაიღო.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა