თამარ ჩუგოშვილი ადასტურებს, რომ „ლელოსგან“ პოლიტიკური თანამშრომლობის შეთავაზება მიიღო, თუმცა აცხადებს, რომ „გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობს“

საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრი, თამარ ჩუგოშვილი ადასტურებს, რომ „ლელოსგან“ პოლიტიკური თანამშრომლობის შეთავაზება მიიღო.

როგორც ჩუგოშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, პოლიტიკური თანამშრომლობის სურვილი სხვა პარტიებმაც დააფიქსირეს, თუმცა, გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობს და მეტიც, არ აქვს გადაწყვეტილი, საერთოდ მიიღებს თუ არა მონაწილეობას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში.

„პოლიტიკური თანამშრომლობის სურვილი დაფიქსირებული იყო „ლელოსგან“, ისევე, როგორც ზოგიერთი სხვა პარტიისგან, დეტალებზე ყოველგვარი საუბრის გარეშე. მე არ ვჩქარობ გადაწყვეტილების მიღებას მომავალ არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით”, - განაცხადა ჩუგოშვილმა.

იხილეთ ვიდეო

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა