ირაკლი აბესაძე - შეგვიძლია ვთქვათ, რომ თბილისის ოლქებზე შეთანხმება მიღწეული იქნება, თუმცა მნიშვნელოვნია, დანარჩენი ოლქების საკითხზეც გაგრძელდეს კონსულტაცია

„ევროპული საქართველოს” წევრის ირაკლი აბესაძის შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ საარჩევნო ოლქების საკითხზე კონსულტაცია გაგრძელდეს და ერთიან კანდიდატებზე შეთანხმება შედგეს. მისი თქმით, ეს პირველივე ტურში „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან ჩამოშორების მნიშვნელოვანი წინაპირობა უნდა გახდეს.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საარჩევნო ოლქებთან დაკავშირებით ოპოზიციური პარტიების შეთანხმება კონკრეტულ კონტურებს იძენს და ფაქტობრივად შეგვიძლია ვთქვათ, რომ თბილისის საარჩევნო ოლქებზე შეთანხმება მიღწეული იქნება. თუმცა, ამავდროულად, ჩვენ მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, დანარჩენი საარჩევნო ოლქების საკითხზეც გაგრძელდეს კონსულტაცია და ასევე, ერთიან კანდიდატებზე შეთანხმება შედგეს, რაც პირველივე ტურში „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან ჩამოშორების მნიშვნელოვანი წინაპირობა უნდა გახდეს“,-აცხადებს აბესაძე.

კითხვაზე, საერთო კანდიდატების დასახელებასთან დაკავშირებით რამდენად ხედავს ოპოზიციურ სპექტრს შორის მზაობას, ირაკლი აბესაძემ უპასუხა, რომ ამისთვის ისინი მზად არიან.

„გუშინ ყველა ოპოზიციურმა პარტიამ დააფიქსირა მზაობა, მონაწილეობა მიიღოს დაარჩენილი საარჩევნო ოლქებისა და ერთიანი კანიდატურის დასახელებაში. კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ, ჩვენ მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, რომ ეს პროცესი სხვა საარჩევნო ოლქებზეც გავრცელდეს და ოლქების უმრავლესობაში ერთიან კანდიდატებზე შეთანხმება შედგეს. თბილისის საარჩევნო ოლქებზე დანარჩენ პოლიტიკურ პარტიებთან კონსულტაცია გაგრძელდება და დარწმუნებულები ვართ, ძალიან მალე, სულ რამდენიმე დღეში, შეთანხმება შედგება. კონკრეტულ დეტალებს, თუ რამდენი ოლქი ექნება პარტიას და ვინ იქნებიან მისი კანდიდატები, მხოლოდ შეთანხმების შემდეგ გავაჟღერებთ“,-აცხადებს ირაკლი აბესაძე.

შეგახსენებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებით, პარტია თბილისის 8 მაჟორიტარული ოლქიდან 6 ოლქს თმობს და მაჟორიტარობის კანდიდატებს მხოლოდ სამგორსა და გლდანში წარადგენს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო