გია ხუხაშვილი „ნაცმოძრაობის“ გადაწყვეტილებაზე - როცა პარტნიორებთან საჯარო განცხადებებით იწყებ ურთიერთობას, რაც არ უნდა კარგი წინადადებები გქონდეს, ეს უკვე არასწორია

როცა შენ პარტნიორებთან საჯარო განცხადებებით იწყებ ურთიერთობას, რაც არ უნდა კარგი წინადადებები გქონდეს, ეს უკვე არასწორია, - ასე შეაფასა „ინტერპრესნიუსთან" საუბრისას ექსპერტმა გია ხუხაშვილმა „ნაციონალური მოძრობის" გადაწყვეტილება, საპარლამენტო არჩვენებში თბილისში 2 მაჟორიტარი კანდიდატის დაყენებასთან დაკავშირებით. მისივე თქმით, როცა შეთანხმების მიღწევა ხდება მონოლოგების კაკაფონიით, კეთილი სურვილებით, ესეთი დამოკიდებულება არის გარკვეული რისკების შემცვლელი.

„ოპოზიციას, იმაზე მეტი ამბიცია აქვთ ვიდრე წონა. ამას მიჩვეულები ვართ. მთავარი აქ არის ის, რომ შეთანხმდნენ, თანამედროვე ქართული სოფლის პრინციპით არ განვითარდეს მოვლენები, როცა ყველას ერთმანეთი უყვარს თავიდან და სოფლის ბოლოს თავ-პირს ალეწავენ ერთმანეთს. სამწუხაროდ, ჩვენ ასეთი ისტორიული გამოცდილება გვაქვს. თუ რაიმეზე შეთანხმებას მიაღწევენ, ეს რა თქმა უნდა, წაადგება მათაც და ზოგადად პოლიტიკურ პროცესს. დღეს ჩვენ იმდენად ხელისუფლების ცვლილების პრობლემა ხომ არ გვაქვს, გვაქვს დაბალანსებული მრავალპოლუსიანი პოლიტიკური პროცესის პრობლემა. რაც უფრო მეტი კონკურენტუნარიანი პოლიტიკური ცენტრი გაჩნდება, მით უკეთესია. თუ მიაღწევენ შეთანხმებას კარგია. ეს შეთანხმება 8-იდან 2 იქნება თუ ნებისმიერი სხვა, ამას არ აქვს მნიშვნელობა. მთავარია შეთანხმდნენ. მაგრამ, როცა შენ პარტნიორებთან საჯარო განცხადებებით იწყებ ურთიერთობას, რაც არ უნდა კარგი წინადადებები გქონდეს, ეს უკვე არასწორია. როგორც წესი, შეთანხმების პროცედურა არის ასეთი, სხდებით, საუბრობთ, თანხმდებით და მერე ერთობლივ განცხადებას აკეთებთ. როცა შეთანხმების მიღწევა ხდება მონოლოგების კაკაფონიით, კეთილი სურვილებით, ბუნებრივია, ესეთი დამოკიდებულება არის გარკვეული რისკების შემცვლელი," - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

მისივე თქმით, დღეს ოპოზიციაში საკმაოდ სერიოზული დაძაბულობა შეიმჩნევა.

„პოლიტიკური პროცესისთვის, მუდმივად ერთიანობის დემონსტრაცია და ამით გადაფარვა თუ რაიმე პრობლემები გაქვს, ესეც არ არის ჯანსაღი. მუდმივად იმის მტკიცება, რომ ერთმანეთი გიყვართ და სინამდვილეში გეზიზღება, ეს კიდევ უფრო დიდი რისკების შემცველია. ამიტომ თუ პრობლემები არის, უნდა ისაუბრო საჯაროდ და არ უნდა გადაკვეთო ის წითელი ხაზი, რომლის შემდეგაც ყველაფერი იშლება. მე უფრო მნიშვნელოვნად მიმაჩნია ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრების შექმნა, იმიტომ, რომ ამ კოალიციის შეთვაზება პოლიტიკურ ბაზარზე ელექტორალურად არ არის კრიტიკული. ამომრჩეველი, რომელსაც დღეს არჩევანი არ გაუკეთებია, ის არ ირჩევს არც „ქართულ ოცნებას" და არც ამ პოლიტიკურ ცენტრს. ბევრად მნიშვნელოვანია ახალი პოლიტიკური ცენტრების გამოვლენა და მათი გაძლიერება იმისთვის, რომ არჩევნებმა ასახოს ის რეალური განწყობები რაც საზოგადოებაში დღეს არის. თეორიული შანსი ამის ჯერ კიდევ არსებობს, იგივე „ლელო", "ლელოს" საკუთარი პარტიული პოტენციალი სამწუხაროდ არ გააჩნია, მაგრამ შეიძლება გახდეს გარკვეული მიზიდულობის ცენტრი უპარტიო ავტორიტეტებისთვის, ისინი ჯერ კიდევ არსებობენ ქვეყანაში. თუ „ლელომ" მოახერხა მათთან პარტნიორობა, გარკვეული სინერგია შეიძლება შეიქმნას. მაგალითად, ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილ, ყოფილი პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი, დამოუკიდებელი დეპუტატი თამარ ჩუგოშვილი, ლევან კობერიძე და ა.შ. დღეს მთავარი პრობლემა ამომრჩევლისთვის არის, რომ არც წარსული უნდა არც აწმყო და ეძებს მომავლის არჩევანს. ასეთია ლელო და „პატრიოტთა ალიანსი". ესენი აბსოლუტურად განსხვავდებიან ერთმანეთისგან. „ლელოს" ალიანსი თუ შედგა უპარტიო ავტორიტეტებთან, ეს იქნება წარმატებული. თუ მათ ეს ვერ მოახერხეს, დავრჩებით ისევ ამ ორპოლუსიანობაში. ბრძოლაში ფსევდო კეთილსა და ბოროტს შორის," - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებით, პარტია თბილისის 8 მაჟორიტარული ოლქიდან 6 ოლქს თმობს და მაჟორიტარობის კანდიდატებს მხოლოდ სამგორსა და გლდანში წარადგენს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა