ოთარ კახიძის შეფასებით, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, მოსახმარად გამოუსადეგარი ოდენობის ნარკოტიკის ფლობისთვის პატიმრობის არაკონსტიციურად ცნობაზე, გონივრული გადაწყვეტილებაა

„ევროპული საქართველოს“ წევრის ოთარ კახიძის შეფასებით, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც მან მოსახმარად გამოუსადეგარი ოდენობის ნარკოტიკის ფლობისთვის პატიმრობა არაკონსტიციურად ცნო, გონივრული და ლოგიკური გადაწყვეტილებაა. მისივე თქმით, სამწუხაროდ, პარლამენტს აღნიშნული საკითხის მოსაგვარებლად პოლიტიკური ნება არ აღმოაჩნდა.

„საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება არის გონივრული და ლოგიკური. თუ არ არის მოხმარებისთვის საჭირო რაოდენობა აღმოჩენილი, არ უნდა დაისაჯოს თავისუფლების აღკვეთით პირი. სამწუხაროდ, პარლამენტს არ აღმოაჩნდა პოლიტიკური ნება, რომ ეს საკითხი მოწესრიგებულიყო და არ გამხდარიყო საჭირო საკონსტიტუციო სასამართლოს ჩარევა. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლომ ეს ნაბიჯი რომ გადადგა კარგია, სამომავლოდ ნარკოპოლიტიკა უნდა იყოს გონივრული. გადასახედია მთელი რიგი საკითხები, დაწყებული ოდენობებით, გაგრძელებული სასჯელთა ჰარმონიზაციით და დამთავრებული სხვადასხვა ტიპის საშუალებებების გამიჯვნით, საშიშროების ხარისხიდან გამომდინარე,“- განაცხადა ოთარ კახიძემ.

ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის სიტყვების - „ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე“, ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას მოსახმარად გამოუსადეგარი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენისა და შენახვისთვის, ძალადაკარგულად იქნება ცნობილი. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა