ზაალ უდუმაშვილი - მთავარმა ოპოზიციურმა პარტიამ თბილისის მაჟორიტარული ოლქების 80% დაუთმო დანარჩენ ოპოზიციას და ახლა ჯერი სხვა ოპოზიციურ პარტიებზეა და საბოლოო შეთანხმებაზე

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, პარტიამ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო, როცა თბილისის 8 ოლქიდან 6 ოლქი დათმო.

მისი თქმით, ახლა ამ პროცესებმა საკონსულტაციო მაგიდასთან უნდა გადაინაცვლოს და ოპოზიციამ ერთად უნდა აჩვენოს, რომ ერთიანობის ერთგულია.

„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო, რითაც ჩვენ კიდევ ერთხელ დავადასტურეთ, რომ ერთგულები ვართ იმ პრინციპების, რომელიც გაერთიანებას უკავშირდება.

პრაქტიკულად მთავარმა ოპოზიციურმა პარტიამ თბილისის მაჟორიტარული ოლქების 80% დაუთმო დანარჩენ ოპოზიციას და ახლა ჯერი სხვა ოპოზიციურ პარტიებზეა და იმ შეთანხმებაზე, რომელიც საბოლოოდ უნდა გაფორმდეს - თუ როგორ გადანაწილდება თბილისის მაჟორიტარული ოლქები.

აქ ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ოლქები განაწილდეს სამართლიანად ანუ, წარმოდგენილი იყოს ყველა ის პოლიტიკური ძალა, რომელსაც თბილისში ძლიერი მაჟორიტარობის კანდიდატი ჰყავს.

ახლა ამ პროცესებმა საკონსულტაციო მაგიდასთან უნდა გადაინაცვლოს და ოპოზიციამ ერთად უნდა ვაჩვენოთ, რომ ჩვენ ერთიანობის ერთგულები ვართ“, - განაცხადა უდუმაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა