ვარკეთილში, სადაც ერთ-ერთ ბინაში ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მამაკაცია ჩაკეტილი, საპატრულო პოლიციის უფროსი ვაჟა სირაძე მივიდა. ადგილზე სამართალდამცავებთან ერთად მობილიზებულია სპეციალური ტექნიკაც და ამ დროისთვის, მამაკაცთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, რომ მამაკაცმა, რომელიც სახლში მარტოა ჩაკეტილი, რამდენჯერმე ცეცხლსასროლი იარაღიდან უმისამართო გასროლა განახორციელა.