სამინისტრო - სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის პროგრამებით ფერმერები შეუფერხებლად სარგებლობენ

სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის პროგრამებით ფერმერები შეუფერხებლად სარგებლობენ, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს.

სამინისტროს განცხადებით, სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის „ზრუნვა სოფელზე და ფერმერებზე“ ფარგლებში, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში ჩართულ ფერმერები და მეწარმეები სახელმწიფოსგან მნიშვნელოვან მხარდაჭერას იღებენ.

„რაც შეეხება 1-ელი ივნისის მონაცემებით არსებულ მაჩვენებლებს: სასოფლო-სამეურნეო მიწის მესაკუთრეთა სტიმულირების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, 27,000-მდე ფერმერს უკვე დაერიცხა აგროქულები. დარიცხული სუბსიდიის ოდენობა 4 მლნ ლარს აჭარბებს. აგროქულების დარიცხვა გრძელდება. ამასთან, აგროდიზელით ხელშეწყობის პროგრამით, უკვე 26, 000-ზე მეტმა ბენეფიციარმა ისარგებლა. ფერმერებმა 12,000 ტონამდე მოცულობის აგროდიზელის ფასდაკლების ბარათები მიიღეს. აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში გაცემული პოლისების რაოდენობამ 10,899 შეადგინა. დაზღვეულია 10,000 ჰა-ზე მეტი მიწის ფართობი, ხოლო დაზღვეული მოსავლის ღირებულება 107 მილიონ ლარს აღემატება. შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამით, ერთწლოვანი კულტურების მოყვანის მიმდინარე ხარჯების დაფინანსების უზრუნველყოფისათვის, სახელმწიფო 6 თვის საპროცენტო განაკვეთს სრულად ფარავს. გაცემულია 319 აგროსესხი, სესხის თანხა, ჯამურად, 6 მლნ ლარს აჭარბებს, მათ შორის, სააგენტოს მიერ პროცენტის თანადაფინანსება 400, 000 ლარზე მეტია. მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის და ბაზარზე წვდომის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, იმერეთის, კახეთის, სამეგრელო და ზემო სვანეთის, სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონიდან შემოსულია 500-მდე განაცხადი. მოთხოვნილი თანადაფინანსება 15 მლნ-მდე ლარია. აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამაში რეგისტრირებულია 400-ზე მეტი განაცხადი. განაცხადების უმეტესობა, 300-ზე მეტი განაცხადი, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების მოთხოვნაა. სასათბურე მეურნეობის მოწყობისთვის და მოდერნიზებისთვის შესასყიდი ძირითადი საშუალებების შეძენის და მათი სამონტაჟო სამუშაოების, ასევე, ერთწლოვანი სასოფლო-სამეურნეო კულტურებისთვის სარწყავი სისტემის შესყიდვასა და მონტაჟის თანადაფინანსების მოთხოვნით შემოსულია 100-ზე მეტი განაცხადი. აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამის ბიუჯეტი შეადგენს 10 მლნ ლარს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა