გიგი უგულავა - თანამშრომლობა აუცილებელია იმისთვის, რომ ოპოზიციური ხმები არ გაიყოს და პირველივე ტურში დაფიქსირდეს ბევრი ოპოზიციური კანდიდატის გამარჯვება

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას განცხადებით, აუცილებელია ყველა ოპოზიციურ პარტიას შორის კოორდინაცია და მაქსიმალური თანამშრომლობა იმისთვის, რომ ხმები არ გაიყოს და პირველივე ტურში ბევრმა ოპოზიციურმა კანდიდატმა გაიმარჯვოს. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ბიძინა ივანიშვილს მაჟორიტარებით ძალაუფლების მოპარვის საშუალება არ უნდა მიეცეს.

„ერთიანი მაჟორიტარი კანდიდატების შერჩევა ოპოზიციის მხრიდან ჩვენი საზოგადოების დაკვეთაა. უკანასკნელი ერთი წლის მანძილზე მეგა “გადაგდების” შემდეგ,რაც პროპორციულთან დაკავშირებით ივანიშვილის " ოცნებამ" იკადრა, ეს 30 მაჟორიტარი, რა თქმა უნდა, აძლევს და აძლევდა "ქართულ ოცნებასა" და ივანიშვილს მანიპულაციის შესაძლებლობას იმისთვის, რომ ხმები მიეტაცებინა და ასე გაეძლიერებინა საკუთარი ძალაუფლება. ამიტომ, ჩვენ თავიდანვე საზოგადოებას ვუხსნიდით, იქნებოდა ეს 70 თუ 30 მაჟორიტარი, აუცილებელი იყო და არის კოორდინაცია ყველა ოპოზიციურ პარტიას შორის, მაქსიმალური თანამშრომლობა იმისთვის, რომ ოპოზიციური ხმები არ გაიყოს და პირველივე ტურში დაფიქსირდეს ძალიან ბევრი ოპოზიციური კანდიდატის გამარჯვება იმისთვის, რომ მეორე ტურში ივანიშვილს მანიპულაციებისა და მამაძაღლობის სურვილიც კი გაუქრეს. ამ მიმართულებით გადადგმული ყველა ნაბიჯი მისასალმებელია. მინდა, პირადად ნიკა მელიასაც მადლობა ვუთხრა. ის თავიდანვე ერთ-ერთი მედროშე იყო ამ ერთიანი მაჟორიტარული წარდგინებისა. ასევე ყველა პარტიას მინდა მადლობა ვუთხრა იმიტომ, რომ შეიძლება აზრთა სხვადასხვაობა ბევრ საკითხზე არსებობდეს, მაგრამ ის, რომ ივანიშვილს არ უნდა მივცეთ მაჟორიტარებით ძალაუფლების მოპარვის საშუალება, ეს ორჯერ ორი ოთხია. ეს არის ჩვენი საზოგადოების დაკვეთა და ჩვენ ყველა ოპოზიციური პარტია მზად ვართ ჩვენი საზოგადოების გულის წადილი და დაკვეთა შევასრულოთ"-განაცხადა უგულავამ.

ჟურნალისტის კითხვაზე, რამდენი ოლქი უნდა თბილისში "ევროპულ საქართველოს", უგულავამ უპასუხა, რომ ეს მათ სურვილზე არ არის დამოკიდებული.

"ეს ნდომების საკითხი არ არის, ჩვენ დავსხდებით, შევჯერდებით და წარმოვადგენთ მაქსიმალურად მრავალფეროვან სურათს. მოგეხსენებათ, სულ 8 ადგილია, მაგრამ ჩვენი პრინციპული პოზიციაა, რომ მაქსიმალური წარმომადგენლობა იყოს სხვადასხვა პარტიის მხრიდან. ჯერჯერობით რაოდენობაზე საუბარი ჩემი მხრიდან არარელევანტურია, მაგრამ ამავე დროს, ჩვენი მყარი და პრინციპული პოზიციაა, რომ ყველაზე გვიან 20 ივნისს ქართულმა საზოგადოებამ უნდა იხილოს და იცოდეს, თუ ვინ იქნებიან თბილისში კანდიდატები. მოგეხსენებათ, თითოეულ კანდიდატს ბევრმა პარტიამ უნდა დაუჭიროს მხარი, მისმა ამომრჩეველმაც, შესაბამისად, რაც მალე მოხდება კანდიდატების შეჯერება და წარდგენა, საერთო საქმისთვის მით უკეთესია. ვამბობ, რომ თბილისში დანარჩენ 6 ოლქთან დაკავშირებით ვიმსჯელებთ და უახლოეს მომავალში საზოგადოებას წარვუდგენთ. მთავარია, რომ ამის შესახებ არსებობს პრინციპული თანხმობა და შეთანხმება, რომელსაც ყველა მხარე ვიცავთ“,-აცხადებს უგულავა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო