გიგი უგულავას განცხადებით, ძალიან პრინციპული საკითხია მაჟორიტარების ნაწილში კოორდინაცია და ერთიანი მაჟორიტარების წარდგენა

„ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას განცხადებით, ძალიან პრინციპული საკითხია მაჟორიტარების ნაწილში კოორდინაცია და ერთიანი მაჟორიტარების წარდგენა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, მომდევნო არჩევნებზე ბიძინა ივანიშვილს მანიპულაციის საშუალება არ უნდა მიეცეს.

„ვინაიდან ამ არჩევნებზე 30 მაჟორიტარი მაინც დარჩება, ივანიშვილს მანიპულაციის საშუალება არ უნდა ჰქონდეს. ჩვენ ხომ ვიცით, რატომ ჩააგდო პროპორციული, მას უნდოდა 73 მაჟორიტარით გაემტკიცებინა თავისი მიტაცებული ძალაუფლება. ახლა საზოგადოების ძალისხმევის, საერთაშორისო პარტნორების ზეწოლით ეს ციფრი 30-მდე დავიდა. თუ ჩვენ ამ 30 მაჟორიტარში ერთიანი და კოორდინირებული არ ვიქნებით, თავისთავად ცხადია, ის თავის გულისწადილს შეასრულებს. ამიტომ, ძალიან პრინციპული საკითხია მაჟორიტარების ნაწილში კოორდინაცია და ერთიანი მაჟორიტარების წარდგენა, ხოლო რაც შეეხება პროპორციულს, ეს არის ის გზა, რომელსაც ჩვენი ქვეყანა ირჩევს და მომდევნო ეპოქა უკვე მრავალპარტიული იქნება. ამიტომ, პარტიები, ვისთან ერთადაც ბლოკებს გააკეთებენ თუ მარტო გავლენ, პრინციპული საკითხი არ არის, რაც უფრო მეტი იქნება, მეტი ამომრჩეველი მოვა და რაც უფრო მეტი ამომრჩეველი მოვა, ივანიშვილს მით უფრო უმტკივნეულოდ გავისტუმრებთ სახლში, თუმცა ის ისედაც სახლში ზის“,-განაცხადა უგულავამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა