პრემიერი - უნდა ვასწავლოთ ქართველებს, რომ დაისვენონ საქართველოში და ფული საქართველოს ტურიზმში გადაიხადონ

უნდა ვასწავლოთ ქართველებს, რომ დაისვენონ საქართველოში და ფული საქართველოს ტურიზმში გადაიხადონ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ იმერეთის რეგიონში ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა. მისი თქმით, შიდა ტურიზმსაც თავისი ეკონომიკური ძალა აქვს და ის საკმაოდ სერიოზულ მოთხოვნას დააგენერირებს.

„დღეს ჯანდაცვის სამინისტრო იმერეთის რეგიონში უკვე რამდენიმე სასტუმროს ამოწმებს, ხარისხით მზად ვინ არის, რომ როგორც კი გაიხსნება, ტურისტები მიიღოს. მოგეხსენებათ, პირველ ეტაპზე შიდა ტურიზმის გაიხსნება და დარწმუნებული ვარ, რომ შიდა ტურიზმიც საკმაოდ სერიოზულ მოთხოვნას დააგენერირებს. ფაქტია, რომ დღეს ქართველები საზღვარგარეთ დასასვენებლად ვერ წავლენ და ბოლო რამდენიმე წელია, ძალიან შეუყვარდათ (არ ვიტყვი სად სიარული, ვიღაცას რომ არ ვაწყენინო). ამიტომ, პირველი რაც უნდა გავაკეთოთ, უნდა ვასწავლოთ ქართველებს, რომ დაისვენონ საქართველოში და ფული საქართველოს ტურიზმში გადაიხადონ. შიდა ტურიზმსაც თავისი ეკონომიკური ძალა აქვს. ეს სწრაფად უნდა ვისწავლოთ, სტანდარტები დავაკმაყოფილოთ და შემდგომ უკვე მზად უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ უცხოეთიდან სტუმრები მივიღოთ. რთული იქნება, რადგან ეს ყველაფერი უკიდურესად ფრთხილად და გონივრულად არის გასაკეთებელი, თუმცა ყველაფერი შესაძლებელია. მეტსაც გეტყვით, შესაძლოა, ერთ-ერთი პირველი ქვეყანა ვიყოთ, რეგიონში ერთმნიშვნელოვნად პირველები ვიქნებით, ვინც ამ პროგრესს შეინარჩუნებს“,-განაცხადა პრემიერმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა