ხილიანი ისტორიულ სახელს იბრუნებს

თბილისის საკრებულოს სახელდების და სიმბოლიკის კომისიის წევრებმა, საბურთალოს რაიონში, თბილისის ზოოლოგიური პარკის მიმდებარედ, ისტორიულად ჩამოყალიბებული უბნისთვის ხილიანის სახელის მინიჭების საკითხზე იმსჯელეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის საკრებულოდან აცნობეს. კომისიის თავმჯდომარის თინათინ ნიბლოშვილის განცხადებით, დღევანდელი ჩიქოვანის ქუჩის მიდამოები ხილიანის უბნის სახელით მოიხსენიებოდა.

მისივე თქმით, ეს ტერიტორია, ურბანულ განაშენიანებამდე დაფარული ყოფილა ხეხილის ბაღებით, საიდანაც უბანმა ხსენებული სახელი შეიძინა.

„სახელდებისა და სიმბოლიკის კომისია მნიშვნელოვან პრიორიტეტად მიიჩნევს თბილისის ისტორიული მეხსიერების შენარჩუნებასა და დაბრუნებას. ჩვენ კვლავინდებურად გავაგრძელებთ ყველა იმ ტოპონიმური სახელის გაცოცხლებას, რომელიც თბილისს გამორჩეულ ისტორიულ და კულტურულ ქალაქად აქცევს,“- განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა