მამაკაცი, რომელმაც ვარკეთილში რამდენჯერმე უმისამართო გასროლა განახორციელა, რამდენიმესაათიანი მოლაპარაკების შემდეგ, პოლიციას ჩაბარდა

საპატრულო პოლიციის უფროსის, ვაჟა სირაძის განცხადებით, მამაკაცი, რომელიც ვარკეთილში, რამდენიმე საათის განმავლობაში საკუთარ საცხოვრებელ ბინაში იყო ჩაკეტილი და რომელმაც რამდენჯერმე უმისამართო გასროლა განახორციელა, მოლაპარაკებების შემდეგ სამართალდამცავებს ჩაბარდა.

ვაჟა სირაძის განცხადებით, მამაკაცს ამ წუთას სამედიცინო დახმარება უტარდება.

„მოლაპარაკებების შედეგად აღნიშნულმა პიროვნებამ საცხოვრებელი სახლი დატოვა, ჩაგვბარდა, ჩვენთან არის, უსაფრთხოდ არის. არავინ დაშავებულა ღონისძიების შედეგად. ამ ეტაპისათვის სასწრაფო სამედიცინო დახმარება უტარდება.

აღნიშნულ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. პირველადი ინფორმაციით, აღნიშნული პირი ძლიერ ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა, შესაბამისად, მასთან რამდენიმესაათიან მოლაპარაკებას ვაწარმოებდით, რის შემდეგაც მან გადაწყვეტილება მიიღო და ის საცხოვრებელი სახლიდან უსაფრთხოდ გამოვიყვანეთ, არავის საფრთხე არ ემუქრება.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დეტალები დაზუსტდება და დაზუსტებულ ინფორმაციას მოგვიანებით მოგაწვდით“, - განაცხადა სირაძემ.

იხილეთ ვიდეო: მამაკაცი, რომელმაც შუამთის ქუჩაზე უმისამართოდ რამდენიმე გასროლა განახორციელა, სამართალდამცველები სპეცოპერაციისას დააკავეს

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა