გიორგი გახარია - გავრილოვი სავარძელში იყო უკიდურესად დიდი შეცდომა, მაგრამ ეს არავის აძლევს იმის უფლებას, რომ ვინმეს მოუწოდოს კი არა, იოცნებოს რაღაც რევოლუციებსა და გადატრიალებაზე

გავრილოვი სავარძელში იყო უკიდურესად დიდი შეცდომა და ეს თავიდანვე იყო ნათქვამი, შეცდომაზე უფრო მძიმედ შეიძლება ამის შეფასება, მაგრამ ეს არავის აძლევს იმის უფლებას, რომ იოცნებოს რაღაც რევოლუციებზე და გადატრიალებებზე,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რითაც უპასუხა ჟურნალისტის კითხვას იმასთან დაკავშირებით, რომ „ზოგიერთი ოპოზიციაში ხელისუფლების არჩევნების გარეშე ცვლილებაზე საუბრობს“.

გახარიას თქმით, 20 ივნისის მოვლენები სახელმწიფო ინსტიტუტზე შტურმი იყო და „ქვეყანამ პარლამენტში შევარდნა ისტორიას უნდა ჩააბაროს“.

„ბევრი არის ილუზიებში. ეს ყველაფერი არის უკიდურესად უპასუხისმგებლო, ყველაფერთან ერთად არსერიოზული, მაგრამ ღიმილისმომგვრელიც. ამ ქვეყანაში მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთებს ჰქონდათ ასეთი ილუზია. გავიგეთ, რომ ვიღაცები ცდილობენ თავი გმირებად წარმოაჩინონ, მაგრამ 20 ივნისი იყო ჩვეულებრივი შტურმი სახელმწიფო ინსტიტუტზე, პარლამენტზე. ისიც კარგად მესმის, რომ გავრილოვი სავარძელში იყო უკიდურესად დიდი შეცდომა და ეს თავიდანვე იყო ნათქვამი, შეცდომაზე უფრო მძიმედ შეიძლება ამის შეფასება, მაგრამ ეს არავის აძლევს იმის უფლებას, რომ ქვეყანაში ვინმეს მოუწოდოს კი არა, იოცნებოს რაღაც რევოლუციებზე და გადატრიალებებზე. ერთხელ და სამუდამოდ ეს უნდა დავივიწყოთ. ერთხელ და სამუდამოდ ამ ქვეყანამ ისტორიას უნდა ჩააბაროს პარლამენტში შევარდნები. ეს ქვეყანა უნდა მიხვდეს და მიეჩვიოს, რომ არჩევნები და ამომრჩევლის ურნა არის ის ადგილი, სადაც უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება. ეს იქნება მმართველი პარტიისთვის კი არა, ქვეყნისთვის კარგი. ამ ქვეყანას აფასებენ არა პარტიებით, არამედ იმ წარმატებითა და ქმედებებით, რომელსაც ქვეყანა ახორციელებს. ამიტომ, ეს უნდა გვახსოვდეს და ცოტა პასუხისმგებლიანად მოვეკიდოთ იმას, რასაც ვამბობთ“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს