გიორგი გახარია - საქართველოს ჯარს დღეს ზუსტად ისეთი ხარისხის ამუნიცია აქვს, როგორიც გერმანიისა და ამერიკის შეერთებული შტატების ჯარისკაცებს

საქართველოს ჯარს დღეს ზუსტად ისეთი ხარისხის ამუნიცია აცვია, როგორიც გერმანიისა და ამერიკის შეერთებული შტატების ჯარისკაცებს, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თავდაცვის სამინისტრომ უხარისხო სამხედრო ფეხსაცმელი შემოიტანა.

მისი თქმით, ის 26 მაისს ვაზიანში რიგით ჯარისკაცებს ამ თემაზე ესაუბრა და ისინი ფეხსაცმელის ხარისხით აღფრთოვანებულები იყვნენ.

„საქართელოს ჯარს დღეს ზუსტად ისეთი ამუნიცია აცვია, როგორიც გერმანიის, ამერიკის შეერთებული შტატების ჯარისკაცებს აცვიათ, ზუსტად იგივე ხარისხით. ბოლო წლების განმავლობაში ეს იყო ყველაზე მნიშვნელოვანი ხარისხობრივი გაუმჯობესება, რომელიც მინისტრმა გააკეთა. მე 26 მაისს ვაზიანში რიგით ჯარისკაცებს ვესაუბრე. ამ ფეხსაცმელებით აღფრთოვანებულები იყვნენ. რა მითხრეს იცით ? - ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ბოტასები მაცვიაო. ეს ხალხი კმაყოფილი და ბედნიერი იყო და ჩემთვის ეს უფრო მნიშვნელოვანია. ამის გამო მინისტრს მადლობას ვეტყვი, რომ რიგითები ასე გრძნობენ თავს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა