გიორგი გახარია - მე ასე პოზიციებს არ ვიცვლი, ერთხელ ვთქვი, რომ ყველა სახის საუბარი რურუას გათავისუფლებაზე, პირდაპირი ჩარევაა მართლმსაჯულების სისტემაში, რაც კატეგორიულად მიუღებელია

მე ასე პოზიციებს არ ვიცვლი, ერთხელ ვთქვი, რომ ყველა სახის საუბარი ბატონი რურუას გათავისუფლებაზე, ეს არის პირდაპირი ჩარევა საქართველოს მართლმსაჯულების სისტემაში, რაც ჩემთვის არის კატეგორიულად მიუღებელი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს გიორგი რურუას გათავისუფლების საკითხთან დაკავშირებით განუცხადა. მისი თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებები არის ქვეყნის მომავლისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანი ცვლილებები და ვინ როგორ პოზიციას დააფიქიქსირებს, მათი გადასაწყვეტია. მისივე თქმით, ეს პირდაპირი ტესტი იქნება , ვინ როგორ გადაწყვეტილებას მიიღებს მაშინ, როდესაც საუბარია ქვეყნის პოლიტიკური სისტემისთვის ფუნდამენტურ საკითხზე.

„მე არ ვთვლი, რომ ხელისუფლება პოლიტიკურ ჩიხშია. ჩვენ გვაქვს აბსოლუტურად მკაფიოდ დაფიქსირებული პოზიცია, მე ასე პოზიციებს არ ვიცვლი, ერთხელ ვთქვი, რომ ყველა სახის საუბარი ბატონი რურუას გათავისუფლებაზე, ეს არის პირდაპირი ჩარევა საქართველოს მართლმსაჯულების სისტემაში, რაც ჩემთვის არის კატეგორიულად მიუღებელი, ეს ერთი. მეორე, საკონსტიტუციო ცვლილებები, რაც პირდაპირ არის დაკავშირებული საარჩევნო სისტემასთან, არის ამ ქვეყნის მომავლისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანი ცვლილებები. მართლა ვთვლი, რომ პროპორციული არჩევნები არჩევნები არის ის ხარისხობრივი ცვლილება ქართულ პოლიტიკურ სისტემაში, რომელიც მისცემს შესაძლებლობას პოლიტიკური კულტურის ისე განვითარებას, რომ არამხოლოდ პოლიტიკაში, ქვეყნის სხვა სფეროებში, ცხოვრების სხვა სფეროებში უბრალოდ ელიტები შეიცვალონ, პროპორციული სისტემა მისცემს შესაძლებლობას უფრო მეტ ახალგაზრდას, გამოჩნდნენ პოლიტიკაში, რაც ჩემთვის არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი. ეს არის ფასეულობების თემა, ამ ფასეულობებთან დაკავშირებით ვინ როგორ პოზიციას დააფიქსირებს, მათი გადასაწყვეტია. პირდაპირი ტესტი იქნება ეს, ვინ როგორ გადაწყვეტილებას მიიღებს მაშინ, როდესაც ვსაურობთ ქვეყნის პოლიტიკური სისტემისთვის ფუნდამენტურ საკითხზე, ეს არის ხარისხობრივი ცვლილება, ეს არის ის ცვლილება, რომლისთვისაც ქართული პოლიტიკური ახალგაზრდობა 90-იანი წლებიდან ამისთვის იბრძოდა. როგორც იქნა, ეს შესაძლებლობა არსებობს და რაღაც სპეკულირება, თან ისეთი ნაბიჯებით, რომელიც აზიანებს ქართულ მართლმსაჯულების სისტემას, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩემთვის კატეგორიულად მიღებელია”, - განაცხადა პრემიერმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა