ისრაელის უმსხვილესი ბიზნესგაერთიანება საქართველოსთან თანამშრომლობას აღრმავებს

ისრაელის უმსხვილესი ბიზნესგაერთიანება Lahav და საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატა თანამშრომლობის ახალ ფორმატზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ ისრაელის ბიზნესპალატიდან აცნობეს.

საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატაში აცხადებენ, რომ Lahav-თან პარტნიორობა საუკეთესო პლატფორმაა ისრაელსა და საქართველოს შორის ორმხრივი ბიზნესურთიერთობების განვითარებისთვის.

„LAHAV, ისრაელის დამოუკიდებელი ორგანიზაციებისა და ბიზნესების პალატა, იცავს თვითდასაქმებულთა, მცირე და საშუალო ბიზნესის (SMB) ინტერესებს. დღეს ისრაელში ამ სექტორში 530,000 დამოუკიდებელი სუბიექტია, რომლებშიც დასაქმებულია 700 000-ზე მეტი ადამიანი. SMB-ში გაერთიანებულია ისრაელის ყველა ბიზნესისა და დამსაქმებლის 98% -ს და, ამრიგად, ის ისრაელის ეკონომიკური ზრდის მთავარი მამოძრავებელია. LAHAV აქტიურად თანამშრომლობს სახელმწიფო ორგანოებთან, რათა დაიცვას თვითდასაქმებულთა, მცირე და საშუალო ბიზნესის უფლებები, ხელი შეუწყოს შესაფერისი ეკონომიკური გარემოს შექმნას, რომელიც ამ ორგანიზაციათა განვითარებისა და ქვეყნის ეკონომიკურ კეთილდღეობის წინაპირობაა. LAHAV ამჟამად ისრაელში 56-ზე მეტ დამოუკიდებელ და პროფესიონალურ ორგანიზაციას წარმოადგენს, რომელთა შემადგენლობაშია დაახლოებით 130,000 წევრი. LAHAV არის ეკონომიკური ორგანიზაციების საკოორდინაციო ბიუროს წევრი და წარმოადგენს ბიუროში. LAHAV– ს 2015 წლის ოქტომბრიდან ხელმძღვანელობს ცნობილი იურისტი და ეკონომიკის ანალიტიკოსი როი კოენი, რომელიც ყოველდღიური გამოცემა „მაარივის“ გამოკითხვის მიხედვით, 2018 და 2019 წლებში ისრაელის ყველაზე გავლენიან 100 ადამიანთა შორის იყო. ბიზნესორგაერთიანებაში შედიან თითქმის ყველა ბიზნესის, მათ შორის იურისტების, ბუღალტრების, დირექტორთა გაერთიანების, მედიაბიზნესის მრჩეველთა, დიზაინერთა, სამედიცინო, განათლების, ტურიზმის და სასტუმროების ასოციაციები. უახლოეს მომავალში საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის ხელმძღვანელი იციკ მოშე კიდევ ერთხელ შეხვდება Lahav-ის პრეზიდენტს როი კოენს. მხარეები თანამშრომლობის ახალ, გააქტიურებულ ფორმატზე ისაუბრებენ. განხილვის თემა იქნება, აგრეთვე, ერთობლივი ბიზნესფორუმები 2021 წელს. საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის ხელმძღვანელის იციკ მოშეს თქმით, შეთანხმების თანახმად, Lahav-ის ყველა წევრ ბიზნესგაერთიანებას, საქართველოს ბიზნესგარემოთი დაინტერესების შემთხვევაში, საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატა გაუწევს უფასო პროფესიონალურ კონსულტაციას, ორგანიზებას გაუკეთებს მათ ვიზიტსა და საქმიან შეხვედრებს საქართველოში. ამასთან, ქართულ ბიზნესს დაეხმარება ისრაელის გამოცდილების გაზიარებასა და ისრაელში გზის გაკვალვაში.

Lahav-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის გამგეობის წევრის იოსი ხამამის თქმით, საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატას უკვე აქვს გამოცდილება Lahav-თან თანამშრომლობის, ხოლო Lahav-ის წევრმა რამდენიმე კომპანიამ საქართველოში უკვე განახორციელა ინვესტიცია. მიმდინარე წლის ბოლოს, დეკემბერში Lahav-ის ხელმძღვანელობა მონაწილეობას მიიღებს საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის მიერ თბილისში ორგანიზებულ ბიზნესფორუმში, გამართავს საქმიან შეხვედრებს მთავრობის ეკონომიკური ბლოკის წარმომადგენლებსა და ბიზნესგაერთიანებებთან. ბიზნესფორუმი ჩატარდება ისრაელის კვირეულის ფარგლებში, რომელიც ისრაელ-საქართველოს ბიზნეს პალატის 25 წლის იუბილეს მიეძღვნება.

იციკ მოშეს თქმით, ვინაიდან კორონავირუსის პანდემიამ ყველა ქვეყნის ეკონომიკას დარტყმა მიაყენა და 2021 წელი, ფაქტობრივად, ახალი ეტაპი იქნება ბიზნესისთვის, საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატისთვის Lahav-თან მუშაობა პოტენციური ინვესტორების მოძიების კარგი შესაძლებლობა იქნება. აღსანიშნავია, რომ საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატა ვაჭრობის საერთაშორისო პალატისა (ICC Georgia) და ვაჭრობის მსოფლიო ფედერაციის (WCF) წევრია”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა