ირაკლი კობახიძის განცხადებით, რაციონალური იქნება, თუ პარლამენტის თავმჯდომარეს სამი მოადგილე ეყოლება

საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში შესატანი ცვლილებების პროექტით, ვიცე-სპიკერების რაოდენობის შემცირებაა გათვალისწინებული.

მისი თქმით, მეტად რაციონალური იქნება, თუ პარლამენტის თავმჯდომარეს ეყოლება პირველი მოადგილე და ორი მოადგილე-ერთი უმრავლესობიდან და ერთი ოპოზიციიდან.

„ასევე, როგორც მოგეხსენებათ, კონსტიტუციაში არის ასახული ნორმა, რომლის მიხედვითაც, აღარ არის განსაზღვრული ვიცე-სპიკერების ადგილი ავტონომიური რესპუბლიკების მიხედვით. ამას აქვს თავისი საფუძველი და მთავარი საფუძველი არის ის, რომ ჩვენ საბოლოოდ გადავდივართ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე, სადაც რეგიონულ ჭრილში ვერ იქნებიან არჩეული დეპუტატები. აქედან გამომდინარე, კონსტიტუციიდან შესაბამისი ნორმები ამოღებული იქნა და ეს ცვლილება არის ასახული ასევე საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში შესატანი ცვლილებების პროექტში“, - განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, ცვლილებათა პაკეტით, ასევე განსაზღვრულია, რომ ერთი დეპუტატი შეიძლება, იკავებდეს მხოლოდ ერთ საპარლამენტო თანამდებობას.

„აქ ერთადერთი გამონაკლისია დაშვებული დროებით კომისიებთან მიმართებით, სადაც შეიძლება პარალელურად ეკავოს რომელიმე თანამდებობის პირს კომისიის თავმჯდომარის, მოადგილის ან მდივნის თანამდებობა“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

გარდა ამისა, კობახიძის თქმით, იმ პირობებში, როდესაც იცვლება სტრუქტურა, საჭირო იყო დებატების დროის ახლებურად განსაზღვრა.

"ჩვენ პრინციპად ავიღეთ ის, რომ უმრავლესობას და ოპოზიციას უნდა ჰქონდეს დაახლოებით თანაბარი დრო. ამ პრინციპს შეესაბამება ჩვენი აზრით ის მიდგომა, რომლის მიხედვითაც, თითოეულ პარლამენტის წევრზე თითოეულ ფრაქციას გამოყოფილი აქვს 1 წუთი და აქ არის გარკვეული ლიმიტები დაწესებული, რაც ზღუდავს მაგალითად უმრავლესობის შესაძლებლობას, რომ პირობითად, 90 დეპუტატის შემთხვევაში, 90 წუთი ჰქონდეს ანუ, ზედა ზღვარი არის 75 წუთი და ქვედა ზღვარი არის 10 წუთი, რაც 7-კაციან ფრაქციას აძლევს იმის შესაძლებლობას, რომ 10 წუთის განმავლობაში ისარგებლოს საპარლამენტო დებატების დროს, რაც შეეხება უფრაქციო დეპუტატებს, მათთვის არის 3 წუთი განსაზღვრული“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა