იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ Covid 19- ის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით საერთო სასამართლოებისთვის რეკომენდაციების ახალი პაკეტი ერთხმად დაამტკიცა

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანის გიორგი მიქაუტაძის განცხადებით, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დღევანდელ სხდომაზე ერთხმად დაამტკიცა რეკომენდაციების ახალი პაკეტი საერთო სასამართლოებისთვის, რომელიც ითვალისწინებს მოქალაქეებისა და თანამშრომლების ქცევის წესებს. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან აცნობეს.

"ჩვენ სრულად ვითვალისწინებთ საერთო რეკომენდაციებს. შესაბამისად, გარკვეული შეზღუდვები რჩება. აუცილებელი იქნება პირბადეები, ასევე დაწესდება დისტანცია სასამართლო სხდომის დარბაზებში. დავტოვეთ რეკომენდაცია იმის თაობაზე, რომ შესაძლებლობის ფარგლებში პროცესები კვლავ დისტანციურად გაგრძელდეს, თუმცა თუ არ იქნება ამის საშუალება, ბუნებრივია, ასეთ შემთხვევაში მხარეები დაბარებულები იქნებიან სხდომის დარბაზებში.

მინდა ვთხოვო ყველას, მაქსიმალურად გაითვალისწინონ შექმნილი ვითარება და მხარი დაუჭირონ სასამართლოს - ჩატარდეს რაც შეიძლება მეტი პროცესი დისტანციურად. ეს მიმართულია მხოლოდ და მხოლოდ ვირუსის გავრცელების პრევენციისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოებისკენ ”, - განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა