ირაკლი კობახიძე - „ვიდრე „ქართული ოცნება" ზრუნავს პრობლემების მოგვარებაზე, ოპოზიცია ერთმანეთში იბრძვის იმ თანამდებობების განაწილებისთვის, რომელიც ბუნებაში არ არსებობს

ოპოზიცია ერთმანეთში იბრძვის იმ თანამდებობების განაწილებისთვის, რომელიც საერთოდ ბუნებაში არ არსებობს, რაც ღიმილის მომგვრელია. სჯობს, მათ მიხედონ საკუთარ 12 - პროცენტიან, 3 - პროცენტიან და უფრო დაბალ რეიტინგებს,- ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

ირაკლი კობახიძე მათ არჩევნებისთვის მომზადებას ურჩევს.

„ვიდრე „ქართული ოცნება" ზრუნავს პრობლემების მოგვარებაზე როგორც სამედიცინო, ასევე სოციალური და ეკონომიკური კუთხით, მანამდე ოპოზიცია ერთმანეთში იბრძვის იმ თანამდებობების განაწილებისთვის, რომელიც საერთოდ ბუნებაში არ არსებობს, რაც ღიმილის მომგვრელია. სჯობს, მათ მიხედონ საკუთარ 12- პროცენტიან, 3- პროცენტიან და უფრო დაბალ რეიტინგებს და ასე მოემზადონ არჩევნებისთვის,"- განაცხადა კობახიძემ.

რაც შეეხება არჩევნებს და საარჩევნო სისტემას, როგორც კობახიძე ამბობს, საკონსტიტუციო ცვლილებებს მმართველი გუნდის მხრიდან პრობლემა არ შეექმნება.

„ჩვენგან პრობლემა არავითარ შემთხვევაში არ შეექმნება ამ პროცესს. მთავარია, რომ იმ დეპუტატებმა, რომლებსაც აქვთ საჯაროდ გამოხატული კანონპროექტის მხარდაჭერის მიზანი, სამივე მოსმენის დროს მხარი დაუჭირონ საკონსტიტუციო ცვლილებებს. თუ ეს ასე იქნება, არავითარი საფრთხის წინაშე არ დგას საკონსტიტუციო ცვლილები,"- განაცხადა კობახიძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა