ზურაბ ჭიაბერაშვილი - "ქართული ოცნება" თავის ტრადიციულ მიდგომებს, რასაც 8 წლის განმავლობაში აკეთებდა, არ ცვლის, რაც ვერ მოგვცემს ეფექტს, რომ ღრმა ეკონომიკური კრიზისიდან სწრაფად გამოვიდეთ

მიუღებელია, მთავრობა ფიქრობდეს როგორ დაუფინანსოს შეძლებულებს ბინის შეძენა იმ პირობებში, როცა ათაიათასობით ოჯახი შიმშილის პირასაა ,- ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა, რომელმაც პარლამენტში ეკონომიკის მინისტრისა და დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის წევრების შეხვედრა უკვე დატოვა.

როგორც მან აღნიშნა, შეხვედრაზე ეკონომიკის მინისტრს ორი პრინციპული საკითხის შესახებ ესაუბრა.

"ორ საკითხზე მქონდა მე პირადად საუბარი ქალბატონ ნათია თურნავასთან და ეს ის საკითხებია, რაზეც რადიკალურად განსხვავებული არის "ევროპული საქართველოსა" და "ქართული ოცნების" მიდგომა. პირველი ეს არის - ვის ვეხმარებით. ჩვენთვის მიუღებელია, რომ მთავრობა ფიქრობდეს შეძლებულებს, როგორ დაუფინანსოს ბინის შეძენა იმ პირობებში, როცა ათაიათასობით ოჯახი შიმშილის პირასაა. ამიტომ, გაცილებით მეტი დახმარება უნდა გაეწიოს ხალხს, რომელიც შიმშილის პირასაა.

მეორე პრინციპული საკითხი, რაზეც სამწუხაროდ ასევე, ვერ ვთანხმდებით არის ის, რომ ჩვენი, "ევროპული საქართველოს" მიდგომაა, რომ გადასახადების ყველასთვის დაწევით თანხა დავტოვოთ ეკონომიკაში და ბიზნესმა და მეწარმემ უკეთესად იცის, როგორ მისცეს თანხას ის მიმართულება, რომ ეკონომიკა სწრაფას ამუშავდეს. "ქართული ოცნების" მიდგომაა, რომ დაეხმარონ ცალკეულ კომპანიებს სხვადასხვა პროგრამებით, როგორიც მაგალითად, "აწარმოე საქართველოშია", რომელსაც ვიცით, რომ შედეგი არ მოუტანია ეკონომიკური ზრდისთვის და არც ახლა მოიტანს, ამიტომ აქაც მიგვაჩნია, რომ "ქართული ოცნების" მიდგომა არის მცდარი. "ქართული ოცნება" თავის ტრადიციულ მიდგომებს, რასაც 8 წლის განმავლობაში აკეთებდა, არ ცვლის და როგორც 8 წლის განმავლობაში, ვერ იქნა მიღწეული მაღალი ეკონომიკური ზრდა, ისე იგივე მიდგომები ვერ მოგვცემს ეფექტს, რომ ღრმა ეკონომიკური კრიზისიდან გამოვიდეთ სწრაფად", - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

შეგახსენებთ, პარლამენტში უკვე ორ საათზე მეტია დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის წევრები ეკონომიკის მინისტრ, ნათია თურნავას ხვდებიან.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს