სამუშაოების ჩატარების გამო, 8 ივნისს თბილისის სხვადასხვა რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, 8 ივნისს თბილისის რაიონებში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „თელასიდან“ აცნობეს.

მათი ინფორმაციით, საბურთალოს რაიონში, ქსელში გადართვების გამო 05:00 საათიდან 07:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის I, III მიკრორაიონების, დემეტრე თავდადებულის, პეტრე იბერის და პეტრიწის ქუჩების მცხოვრებლებს.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: იყალთოს მთის, ფანასკერტელ-ციციშვილის, ქარელის, ანდღულაძის, ტუსკიას, ტეხურის, ბაკურციხის, პანკისის და ნატახტრის ქუჩების მცხოვრებლებს.

გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის სასწავლო მეურნეობის, აღმაშენებლის ხეივნის, პეტრიწის, აკაკი გელოვანის, ხახულის, ძმები კარბელაშვილების, აკაკი ბაქრაძის, სიხარულის, მაღლაკელიძის და პიმენ ყურაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას VI კვარტლის, ქავთარაძის, შავიშვილის და მამასახლისის ქუჩების მცხოვრებლებს.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის, ოთხი ათასი მესხის და როსტევანის ქუჩიებს მცხოვრებლებს.

გლდანის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I მიკრორაიონის, ანგია ბოჭორიშვილის და ფორე მოსულიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

ისნის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:30 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დოესის, აწყურის, ლეხ კაჩინსკის, კასპის, წინანდლის, ნოსირის, ავლიპ ზურაბაშვილის, უბილავას და კობარეთის ქუჩების მცხოვრებლებს.

ვაკის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წყნეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო