რომან გოცირიძე - „ქართული ოცნების" 8-წლიანი მმართველობის პირობებში 67 მინისტრი შეიცვალა და ერთი გაღარიბებული მინისტრი მაჩვენეთ

საქართველოში „ქართული ოცნების" 8-წლიანი მმართველობის პირობებში შეიცვალა 67 მინისტრი და ერთი გაღარიბებული მინისტრი მაჩვენეთ, - ასე ეხმიანება ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე პრემიერ-მინისტრის დღევანდელ განცხადებას.

როგორც გოცირიძემ აღნიშნა, შეცვლილი მინისტრების გვარები შეიძლება საზოგადოებას აღარც ახსოვს.

„საქართველოში „ქართული ოცნების" 8 - წლიანი მმართველობის პირობებში შეიცვალა 67 მინისტრი, მათ შორის 7 ინფრასტრუქტურის სამინისტროდან და ერთი გაღარიბებული მინისტრი მაჩვენეთ. თუმცა, ამ 67-დან 60- ის გვარს ვერც კი გახსენებთ თქვენ", - განაცხადა გოცირიძემ.

დღეს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მისი ქონებრივი დეკლარაციის შესახებ დასმულ კითხვაზე შემდეგნაირად უპასუხა: „რაღაც მეც გავყიდე, რაღაც ნაწილში მეც ვღარიბდები და ყველა ჩინოვნიკი უნდა მიეჩვიოს იმას, რომ სახელმწიფოს სამსახურში რომ მოდის, უბრალოდ შემოსავალი აკლდება".

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა