რომან გოცირიძე ნათია თურნავასთან შეხვედრის შემდეგ - დავრწმუნდით, რომ მთავრობას არ შეუძლია ქვეყნის მძიმე ეკონომიკური კრიზისიდან გამოყვანა, რაც დროზე შეიცვლება, ხალხისთვის უკეთესი იქნება

ერთ რამეში კიდევ ერთხელ დავრწმუნდი - ანაკლიის პროექტი შეგნებულად ჩაძირულია ივანიშვილის და "ქართული ოცნების" მიერ რუსეთის სასარგებლოდ , - ამის შესახებ ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ ჟურნალისტებს პარლამენტში განუცხადა, სადაც ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულიას და სხვა დეპუტატებს შეხვდა.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ გოცირიძემ აღნიშნა, მწვავე კითხვებზე პასუხები ვერ მიიღეს.

"სამი საათის განმავლობაში საუბარი იყო ყველა მწვავე საკითხზე, პასუხი ვერ მივიღეთ, რატომ არ იხარჯება 133 მილიონი ლარი, რომელიც არის კოვიდინფექციის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდში. ვის უნახავენ, თუ ივანიშვილი არ აძლევს დახარჯვის უფლებას, როდესაც ხალხს შია და ახლაა საჭირო ამ ფონდის გამოყენება, მითუმეტეს მასში 33 მილიონი ბიზნესის მიერაა შეტანილი. ვერავითარი პასუხი ვერ გავიგეთ, რატომ მოაწერეს და გააგრძელეს "გაზპრომთან" ის ხელშეკრულება, რომელიც აზიანებს ჩვენი ქვეყნის ინტერესებს. ერთ რამეში კიდევ ერთხელ დავრწმუნდი - ანაკლიის პროექტი შეგნებულად ჩაძირულია ივანიშვილის და "ქართული ოცნების" მიერ რუსეთის სასარგებლოდ. გასაოცარი პასუხი მივიღე ჩემს კითხვაზე- ფოთში რომ არ აშენდეს ის ე.წ. ღრმაწყლოვანი პორტი ვითომ რომ 300 მილიონს ხარჯავენ, რა პასუხს აგებს "აი პი ემი", ის კომპანია, რომელიც ასე ბაქიბუქობს, რომ ღრმაწყლოვან პორტს აშენებს - არავითარი პასუხისმგებლობა. ამ კომპანიამ რომ ფოთში ერთი ბულდოზერი დააყენოს, 5 წელი თხაროს და იძახოს, ვაშენებ ღრმაწყლოვან პორტს და მერე ეს ბულდოზერი გაიყვანოს, არაფერი გააკეთოს, მათი პასუხისმგებლობა არის ნული. პირდაპირ ჩანს, რომ ფოთის ეს ავანტიურა, რომელსაც მისცეს მიწის გამოყენების უფლება და მთავრობამ კონკურსი გამოაცხადა საერთაშორისო იურიდიული კომპანიის დასაქირავებლად ამ პროექტის ზედამხედველობისთვის, პირდაპირ არის მიმართული ანაკლიის პროექტის წინააღმდეგ, რაც შედის რუსეთის ინტერესებში. მრავალი საკითხიც იყო განხილული, მათ შორის, ანტიკრიზისული გეგმის არარსებობის შესახებ და ა.შ.

ერთ რამეში დავრწმუნდით, რომ ამ მთავრობას არ შეუძლია ქვეყნის მძიმე ეკონომიკური კრიზისიდან გამოყვანა, რაც დროზე შეიცვლება ქვეყნისთვის, ხალხისთვის უკეთესი იქნება და ეს დროც ძალიან მალე იქნება", - განაცხადა გოცირიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა