ამირან გამყრელიძე - ორი ცხელი წერტილი გვაქვს ამჟამად ქვეყანაში, ერთი არის ქვემო ქართლის რეგიონი და მეორე - „საბურთალოს კლასტერი“

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, დღეს ქვეყანაში მკაცრი შემზღუდავი ღონისძიებები ორ ადგილას მოქმედებს და ერთ-ერთი მათგანი სოფელი მუშევანია. ამასთანავე, გამყრელიძემ აღნიშნა, რომ უკანასკნელი მონაცემების შედეგად შესაძლებელი გახდა, რომ თეთრიწყაროში შემზუდავი ღონისძიებები მოხსნილიყო.

„ორი ცხელი წერტილი გვაქვს ამჟამად ქვეყანაში. ერთი არის ქვემო ქართლის რეგიონი, სადაც სამ მუნიციპალიტეტში გვექონდა ჩვენ კოვიდ 19-ის სერიოზული გავრცელება. ეს იყო მარნეული, ბოლნისი და თეთრიწყარო. ამ სამ მუნიციპალიტეტზე მოდის მთელს ქვეყანაში დადასტურებულ შემთხვევათა 36%, აქედან ყველაზე მეტი, 185 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს ბოლნისში, 43 -მარნეულში და 59- თეთრიწყაროში. გუშინ უკვე თეთრიწყაროში ბოლო შემთხვევის შემდეგ, გავიდა 2 კვირა ანუ ერთი ინკუბაციური პერიოდი, ვიმსჯელეთ და ჩაითვალა მიზანშეწონილად, რომ შეიძლებოდა იქ უკვე ე.წ. შემზღუდავი ღონისძიებები მოხსნილიყო, რა თქმა უნდა, შესაბამისი რეკომენადაციებით და დღეისთვის ეს მკაცრი შემზღუდავი ღონისძიებები რჩება მხოლოდ ორ ადგილას ქვეყანაში, ეს არის სოფელი მუშევანი, ყველაზე დაზიანებული სოფელი ქვეყანაში, სადაც ჩვენ გვაქვს 75 დადებითი შემთხვევა. გარდაცვალების მეცამეტე შემთხვევა გვქონდა სწორედ ამ სოფლიდან, რომელიც პირველ ეტაპზე გამოვლენილ ადამიანებს შორის იყო. მეორე ცხელი წერტილი, რომელიც სრულად კონტროლქვეშაა, "საბურთალოს კლასტერია“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო