გიორგი გახარია - ქუთაისის უწყვეტი წყალმომარაგება, რაც ათწლეულების განმავლობაში ადგილობრივ მოსახლეობას დისკომფორტს უქმნიდა, მოგვარებულია და მსგავსი სისტემური პრობლემების გადაჭრა გაგრძელდება

ქუთაისი, ისტორიაში პირველად, უწყვეტი, 24-საათიანი წყალმომარაგებით სარგებლობს, - ქუთაისის წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის მშენებლობის მეორე ფაზა გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ უკვე დაასრულა. განხორციელებულ პროექტს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ვიცე-პრემიერთან, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილსა და იმერეთის რეგიონის გუბერნატორ ზვიად შალამბერიძესთან ერთად გაეცნო.

როგორც მთარობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის მიერ გავცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, პროექტის ფარგლებში გოდოგანზე ორი, ხოლო მუხრანში ერთი რეზერვუარი აშენდა. ასევე, მოეწყო სამი სატუმბი სადგური, 18 კმ წყლის მაგისტრალური მილსადენი და 300 კმ შიდა გამანაწილებელი ქსელი.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ქუთაისის უწყვეტი წყალმომარაგება, რაც ათწლეულების განმავლობაში სერიოზული პრობლემა იყო და ადგილობრივ მოსახლეობას დიდ დისკომფორტს უქმნიდა, მოგვარებულია და მსგავსი სისტემური პრობლემების გადაჭრა ეტაპობრივად გაგრძელდება.

პროექტის განხორციელების შედეგად, ქუთაისის 200 ათასზე მეტ მცხოვრებს წყალი უწყვეტად, 24-საათიან რეჟიმში მიეწოდება.

პრემიერ-მინისტრმა პროექტის ფინანსური მხარდაჭერისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა აზიის განვითარების ბანკს, რომელმაც ინფრასტრუქტურულ სამუშაოებში 80 მილიონ ლარზე მეტის ინვესტიცია განახორციელა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო