ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, კორონავირუსით გარდაცვლილი სამედიცინო პერსონალი არც ერთ კლინიკაში არ მუშაობდა და პირველადი ჯანდაცვის სამედიცინო მუშაკი იყო

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, კორონავირუსით გარდაცვლილი სამედიცინო პერსონალი არც ერთ კლინიკაში არ მუშაობდა.

მისი თქმით, ის ერთ-ერთი ყველაზე დაზიანებული მუნიციპალიტეტის პირველადი ჯანდაცვის სამედიცინო მუშაკი იყო. ამით გამყრელიძემ „ფეისბუქის“ პირდაპირი ჩართვისას „ინტერპრესნიუსის“ კითხვას უპასუხა.

„ჩვენ პერსონალურ ინფორმაციას არ გავცემთ. შემიძლია გითხრათ, რომ საშუალო სამედიცინო პერსონალის წარმომადგენელი იყო. ის არ მუშაობდა არც ერთ კლინიკაში. ის იყო ერთ-ერთი ყველაზე დაზიანებული მუნიციპალიტეტის პირველადი ჯანდაცვის სამედიცინო მუშაკი,“ - აღნიშნა მან.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსით 13 პაციენტია გარდაცვლილი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა