საქართველო კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების პროტოკოლში "პლაქვენილს" სავარაუდოდ, ისევ დააბრუნებს

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ განაცხადა, რომ „პლაქვენილი“ დაბრუნდება ისევ სოლიდარობის კვლევაში. სამინისტრო და ჩვენი კლინიკური ჯგუფი ამ საკითხზე იმსჯელებს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ „ფეისბუქით“ პირდაპირი ჩართვისას, "ინტერპრესნიუსის" შეკითხვაზე პასუხისას განაცხადა.

მისი თქმით, სავარაუდოდ, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები გათვალისწინებული იქნება.

„ეს გარკვეული მსჯელობის საგანია. იცით, რომ ყველაზე ცნობილ ჟურნალ „ლანცეტში“ გამოქვეყნდა დიდი სტატია, თითქოს კვლევით დადგენილი იყო, რომ „პლაქვენილი“ მძიმე პაციენტებში სიკვდილიანობის რიკს ზრდიდა. ამის გამო, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ სწორედ „ლანცეტის“ სტატიაზე დაყრდნობით ამოიღო ის იმ დიდი სოლიდარობის კვლევიდან, რომელიც მრავალ ქვეყანაშია დაგეგმილი და მათ შორის საქართველოშიც, სადაც პრეპარატის მოქმედების ეფექტურობა უნდა შეფასებულიყო კოვიდ ავადმყოფებში. ამის გამო, სწორედ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციის საფუძველზე, საქართველომ შეაჩერა თავის პროტოკოლში „პლაქვენილის“ გამოყენება. ამის შემდეგ, ორი დღეა, ისევ და ისევ „ლანცეტში“ და ასევე მეორე ცნობილ ჟურნალში გამოქვეყნდა სტატია და ის არასწორად დაგეგმილ კვლევებად მიიჩნიეს. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ განაცხადა, რომ „პლაქვენილი“ დაბრუნდება ისევ სოლიდარობის კვლევაში. სამინისტრო და ჩვენი კლინიკური ჯგუფი ამ საკითხზე იმსჯელებს. მოგეხსენებათ, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაცია ყოველთვის მყარი გახლავთ და ალბათ, გათვალისწინებული იქნება“, - განაცხადა გამყრელიძემ.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს