ნათია თურნავა - ქვეყნებთან, სადაც ეპიდემიოლოგიური ვითარება დაახლოებით საქართველოსთან თანაბარი იქნება, შევძლებთ, სავალდებულო კარანტინის გარეშე ვიურთიერთოთ

ტურისტებს იმ ქვეყნებიდან, სადაც ეპიდემიოლოგიური ვითარება დაახლოებით საქართველოს მსგავსი იქნება, სავალდებულო კარანტინის გავლა აღარ მოუწევთ. აღნიშნულის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით რამდენიმე ქვეყანასთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს, თუმცა, ამ სიას სავარაუდოდ, დაემატება ის ქვეყნებიც, სადაც ეპიდემიოლოგიური ვითარება გაუმჯობესდება, თუმცა, სხვადასხვა ქვეყანასთან სიფრთხილის განსხვავებული ზომები იქნება მიღებული.

"ჩვენ აუცილებლად უნდა გამოვიჩინოთ სიფრთხილე, რომ არ დავთმოთ ის მონაპოვარი, რასაც ჰქვია ეპიდემიის ეფექტური მართვა. ტურიზმი ამოქმედდება, ცა გაიხსნება, მაგრამ ეს მოხდება პროტოკოლების ძალიან მკაცრი დაცვით . სხვადასხვა ქვეყნის მიმართ იქნება განსხვავებული მიდგომა, გამომდინარე მათი ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან. ჩვენ ახლა იცით, რომ ვსაუბრობთ ისრაელთან, საბერძნეთთან, ჩეხეთთან, საბერძნეთთან, ბალტიისპირეთის ქვეყნებთან. ამ სიას მალე შეიძლება დაემატოს ისეთი ქვეყნები, სადაც ეპიდემიოლოგიური ვითარება გაუმჯობესდება. იმ შერჩეულ ქვეყნებთან, სადაც ეპიდემიოლოგიური ვითარება იქნება დაახლოებით თანაბარი საქართველოსთან, ჩვენ შევძლებთ, უფრო ლიბერალური ზომებით, სავალდებულო კარანტინის გარეშე ვიურთიერთოთ" , - განაცხადა ნათია თურნავამ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა