ლევან კობერიძე - ნათია თურნავასგან ვერც ერთი ციფრი ვერ მოვისმინე, მხოლოდ მოხდენილი მცდელობა, რომ კითხვას დაუსხლტეს, რაც ნამდვილად კარგად გამოსდის - "იქნება, იქნება, ვმუშაობთ, ვმუშაობთ" - არანაირი კონკრეტიკა

სამწუხაროდ, ვერც ერთი ციფრი და კონკრეტიკა ვერანაირ საკითხზე ვერ მოვისმინე ქალბატონი ნათია თურნავასგან, მხოლოდ მოხდენილი მცდელობა, რომ კითხვას დაუსხლტეს, ეს ნამდვილად კარგად გამოსდის , - ამის შესახებ ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატების" წევრმა, ლევან კობერიძემ ჟურნალისტებს პარლამენტში, ეკონომიკის მინისტრისა და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მათ კითხვებზე ძირითადად პასუხი იყო, რომ საკითხზე მუშაობენ.

"ქალბატონ ნათია თურნავას ნამდვილად ვერ დავუწუნებ, რომ მოდის ყოველთვის და პასუხობს შეკითხვებს, თუმცა, თუ ვისაუბრებთ შინაარსობრივ მხარეზე, ეს უკვე კრიტიკას ვერ უძლებს, ფორმა კარგია, მაგრამ შინაარსს ვერ მოვიწონებ. მინდა გითხრათ, რომ სამწუხაროდ, ვერც ერთი ციფრი და კონკრეტიკა ვერანაირ საკითხზე ვერ მოვისმინე ქალბატონი ნათიასგან, მხოლოდ მოხდენილი მცდელობა რომ კითხვას დაუსხლტეს, ეს ნამდვილად კარგად გამოსდის.

რაც შეეხება კონკრეტიკას, რაც ეკონომიკას ეხება, ამაზე იყო მხოლოდ პასუხები, რომ მალე იქნება გეგმა, რომ თვენახევარში სპეციალისტებთან ერთად შეეცდებიან ეს გეგმა დაწერონ, რომ პრემიერმა ამაზე ისაუბრა და ამაზე მეტს ვერ იტყვიან, შესაბამისად იყო - "იქნება, იქნება, ვმუშაობთ, ვმუშაობთ" - არანაირი კონკრეტიკა. მაგალითად, როცა გარკვეული დარგების სუბსიდირება კეთდება, სუბსიდირება არ მიმაჩნია სწორ ფორმად და უნდა იყოს გამოყენებული საბაზრო ციფრები ბიზნესის ხელშეწყობის. ამასთან დაკავშირებით, რაც მოვისმინე, არის ის, რომ ეკონომიკის სამინისტროში მგონი აქვთ განცდა და ქალბატონი ნათია თვლის, რომ ბიუჯეტი შეუძლიათ თავისი სურვილისებრ გადაუნაწილონ დარგებს, რაც ვთვლი, რომ შეცდომაა", - განაცხადა კობერიძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს