პაატა იმნაძე - სახლში კონდიციონერი არ ჩართოო, არავის უთქვამს,  საუბარია საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში საყოფაცხოვრებო კონდიციონერების გამოყენებაზე, რა რეკომენდაციასაც  ვერ გავცემთ

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, ვიდრე არ იქნება მყარი მტკიცებულებები, რომ ჩვეულებრივი საყოფაცხოვრებო კონდიციონერის გამოყენება არ ზრდის ვირუსის გავრცელების რისკს, იქამდე მისი გამოყენების რეკომენდაცია არ გაიცემა. ამასთანავე, პაატა იმნაძემ აღნიშნა, რომ ამ შემთხვევაში საუბარია იმ კონდიციონერებზე, რომელიც მხოლოდ შიდა ჰაერს ატრიალებ. პაატა იმნაძის თქმით, სახლებში კონდიციონერის გამოყენება არავის აუკრძალავს.

„არის ბევრი მოსაზრება კონდიცირებასთან დაკავშირებით. ჩვენ ვერ ვითამაშებთ ადამიანების სიცოცხლითა და ჯანმრთელობით. მე რომ ახლა ვიყო თავისუფალი ექსპერტი, იმდენ რამეს ვიტყოდი, ჩემი პასუხისმგებლობა არ იქნებოდა მერე. ჩვენ როდესაც აქ რაღაცას გადავწყვეტთ და ვურჩევთ ჩვენს ხელისუფლებას რომ გააკეთოს, შემდეგ პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ იმაზე, რა მოხდება საქართველოში და როგორი იქნება ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობა. აქედან გამომდინარე, ყველა ჩვენი რეკომენდაცია რაიმე მეცნიერულ მტკიცებულებას უნდა ემყარებოდეს. ძალიან ადვილია რჩევების მიცემა, როდესაც პასუხისმგებლობა არ გაქვს, როდესაც პასუხისმგებლობა შენზეა, მაშინ ჯობს უფრო მკაცრი რეკომენდაცია მისცე და დაიცვა ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა, ვიდრე შენი ქმედების გამო ერთი ადამიანი მაინც მოუკვდეს საქართველოს. აქვე დავამატებ, რომ ეს არ ეხება ყველა კონდიციონერსა და კონდიცირების ყველა სისტემას. სახლში კონდიციონერი არ ჩართოო არავის არ უთქვამს, აქ საუბარია საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში საყოფაცხოვრებო კონდიციონერების გამოყენებაზე, რომელიც მარტო შიდა ჰაერს ატრიალებს, რადგან არსებობს კონდიციონერები, რომლებსაც გარედან შემოაქვს ჰაერი და იმას აციებს. მე ვგულისხმობ ჩვეულებრივ საყოფაცხოვრებო კონდიციონერებს, რომელიც არ არის დამტკიცებული, რომ რისკს არ უმატებს, აქედან გამომდინარე, რეკომენდაციას, რომ ასეთი ჩვეულებრივი კონდიციონერები იქნეს გამოყენებული, ჩვენ, სამწუხაროდ, ვერ გავცემთ,“- განაცხადა პაატა იმნაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა