ხათუნა ზახაშვილი - არც ერთი კვლევა არ ადასტურებს იმას, რომ ნიღბის გამოყენებამ ადამიანს ზიანი შეიძლება მიაყენოს

არც ერთი კვლევა არ ადასტურებს იმას, რომ წესების დაცვით ნიღბის გამოყენებამ ადამიანს ზიანი შეიძლება მიაყენოს მაშინ, როდესაც მსოფლიოში კოვიდის პანდემიაა, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ხათუნა ზახაშვილმა „ფეისბუქის“ პირდაპირი ჩართვისას განაცხადა. ამით ზახაშვილმა უპასუხა შეკითხვას: შესაძლოა თუ არა, რომ პირბადის ხანგრძლივი დროით ტარებამ დიდი ზიანი მიაყენოს ადამიანის ჯანმრთელობას?

ზახაშვილის განმარტებით, ეს მოსაზრება ყოველგვარ მტკიცებულებას მოკლებულია.

„არც ერთი კვლევა არ ადასტურებს იმას, რომ წესების დაცვით ნიღბის გამოყენებამ ადამიანს ზიანი შეიძლება მიაყენოს მაშინ, როდესაც მსოფლიოში კოვიდის პანდემიაა. აქ არ არის საუბარი იმ ნიღბებზე, რომელსაც იყენებს სამედიცინო პერსონალი, ანუ სპეციალურ რესპირატორებზე. ლაპარაკია ჩვეულებრივ, საყოფაცხოვრებო პირბადეებზე. ერთმნიშვნელოვნად უნდა ვთქვათ, რომ მცირეწლოვანი ბავშვებისთვის ნიღბის გამოყენება არ არის რეკომენდებული.

ნიღბის გამოყენებით მიყენებული ზიანი რას გულისხმობს ამ შემთხვევაში? რა არის საპირწონე? კოვიდით დაავადება და მეორე მხარეს რა? რას უშვრება ნიღაბი ადამიანს ასე ცუდს? ეს ყველაფერი ყოველგვარ მტკიცებულებას მოკლებულია და არასწორი ინფორმაციის გავრცელება, ნიღბის გამოყენებასთან დაკავშირებით, საჭირო არ არის,“ - განაცხადა ზახაშვილმა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა