აუდიტის სამსახურის შეფასებით, საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ ზამთრის პერიოდში განხორციელებული გზების მოვლის სამუშაოები ხარვეზებით ხასიათდებოდა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შეფასებით, საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ ზამთრის პერიოდში განხორციელებული გზების მოვლის სამუშაოები ხარვეზებით ხასიათდებოდა.

როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ განხორციელებული გზების მოვლა-შენახვისა და რეაბილიტაციის ეფექტიანობის აუდიტის ანგარიშშია აღნიშნული, ზამთრის პერიოდში გზების მოვლის ღონისძიებები ნაკლოვანებებით ხასიათდება. კერძოდ, სტანდარტული ხელშეკრულებები, რომლებსაც დეპარტამენტი წლების განმავლობაში კონტრაქტორებთან აფორმებდა, შეიცავდა ზოგად განმარტებებს, რის შედეგად, რთულდებოდა შესრულებული სამუშაოების ხარისხის გადამოწმება.

ამასთანავე, დეპარტამენტი 2014−2018 წლებში სისტემატურად არ ახორციელებდა დანერგილი კონტროლის მექანიზმის მონიტორინგს, რაც ზრდიდა სამუშაოების არაჯეროვნად შესრულების რისკს. ამასთან, აუდიტის სამსახური სხვა ნაკლოვანებებზეც მიუთითებს. მათ შორის, გზების მართვის კომპიუტერული პროგრამის უსაფრთხოებისა და მისი გამოყენების პროცესის შესახებ.

აუდიტის ანგარიშის თანახმად, გზების ხარისხის ანალიზისთვის შეგროვებული ინფორმაცია დაუცველია. ამასთანავე, კომპიუტერულ პროგრამებს შორის ინფორმაციის არაავტომატიზებული გადატანა რისკის მატარებელია. დეპარტამენტს არ აქვს დანერგილი კონტროლის მექანიზმები, რაც უნდა უზრუნველყოფდეს მოპოვებული მონაცემების უსაფრთხო შენახვას. ანგარიშში საუბარია ხარვეზებზე გაფორმებული ხელშეკრულებების შესრულების მიმართულებით. კერძოდ, ირკვევა, რომ გზების მოვლა-შეკეთებასთან დაკავშირებული ტენდერების გამოცხადებისას, სავარაუდო სახელშეკრულებო ღირებულებები დეპარტამენტმა განსაზღვრა, დაახლოებით 200 მლნ ლარის ოდენობით. სამუშაოები უნდა განხორციელებულიყო 3 წლის განმავლობაში, თუმცა 2 წელიწადში კონტრაქტორებს ზემოაღნიშნული თანხის 86% უკვე ათვისებული ჰქონდათ, რაც აუდიტის სამსახურის შეფასებით, შესაძლოა გამოწვეული იყოს ზედამხედველი კომპანიის და დეპარტამენტის მიერ არასათანადოდ განხორციელებული კონტროლით. შედეგად, საჭირო გახდა 2019 ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში წლისათვის კონტრაქტორების მიერ აღებული ვალდებულებების შესასრულებლად დამატებითი სახსრების მობილიზება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო