ვარკეთილში  კახა კალაძესა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა

ვარკეთილში, თბილისის მერ კახა კალაძესა და სამოქალაქო აქტივისტებს შორის დაპირისპირება მოხდა. დედაქალაქის მერი ვარკეთილში ახლად რეაბილიტირებული სკვერის გახსნაზე თბილისის საკრებულოს წევრებთან ერთად მივიდა. სკვერში მისულ კახა კალაძეს ადგილზე "ანას ბაღის" დამცველები და მოძრაობა "შეცვალეს" წევრები დახვდნენ.

მათი განცხადებით, დედაქალაქის მერისთვის დიღმის ჭალებთან დაკავშირებით შეკითხვის დასმა სურდათ, თუმცა კალაძემ მათ ხელი დაარტყა. ერთ-ერთი აქტივისტის მტკიცებით, "კალაძემ მაისურიც შემოახია".

„წყნარად მივედი და ვეკითხებოდი დიღმის ჭალებზე, ხელი რატომ მკრა?!“,- აღნიშნა ერთ-ერთმა აქტივისტმა.

თავად კახა კალაძის განცხადებით კი, დაპირისპირებასთან მოსახლეობას არანაირი კავშირი არ აქვს.

„ორი თაღლითი "ნაციონალი" იყო მოსული, რომელსაც მცდელობა ჰქონდა, დაეგეგმა პროვოკაცია, თუმცა მათ ეს არ გამოუვიდათ“, - განაცხადა კალაძემ.

ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა